აბსტრაქციონიზმი, აბსტრაქციონიზმი, უსაგნო ხელოვნება, ნონფიგურაციული ხელოვნებაXX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. ამ მხატვრული მიმდინარეობის მიმდევართა აზრით, ახალი ხელოვნება მხოლოდ მაშინ შეძლებდა მაყურებელზე ზეგავლენის მოხდენას, თუ ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა, ანუ ისინი კონკრეტულ საგნებს არ გამოსახავდნენ. ამ დროს წარმოშობილი ფერების და ფორმების კომბინაციათა რაოდენობა უსაზღვროდ ბევრი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ადამიანში წარმოშობილი ემოციებისა და განცდების სიმრავლე. აბსტრაქციონიზმი მთლიანად უგულვებელყოფს მხატვრობის საზოგადო და შემეცნებით ამოცანებს, ამის ნაცვლად მიზნად ისახავს „რეალობისაგან განწმენდილი“ სულიერი არსის, სუბიექტური ემოციისა და ქვეშეცნეული იმპულსების გამოხატვას. ის ეფუძნება მხატვრული ფორმის განყენებული ელემენტების (ფერის, ხაზის, მოცულობის) საშუალებით არასახვითი კომპოზიციების შექმნას. ეს კომპოზიციები ან რაციონალისტურად მოწესრიგებულია, ანდა ავტორის სტიქიურ გრძნობებსა და ფანტაზიას გამოხატავს.

კაზიმირ მალევიჩი, „შავი კვადრატი“, დაახ. 1915 წ.
ვასილი კანდინსკი, კანდინსკის პირველი აბსტრაქტული აკვარელი, 1910.

აბსტრაქციონისტული ხელოვნების პირველი ფერწერული ნიმუშები შექმნეს გერმანიაში მომუშავე ექსპრესიონისტებმა: ვასილი კანდინსკიმ, პაულ კლეემ. პარიზელმა ორფისტებმა: რობერ დელონემ, ფრანსის პიკაბიამ, ფრანტიკეშ კუპკამ. იტალიელმა ფუტურისტებმა: ჯაკომო ბალამ, უმბერტო ბოჩინიმ და სხვ.

მეორე მსოფლიო ომის წლებში აშშ–ში შეიქმნა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის სკოლა (ჯექსონ პოლოკი, მ. ტობი), რომელიც ომის შემდეგ ბევრ ქვეყანაში გავრცელდა.მან თავის მეთოდად გამოაცხადა შემოქმედების ავტომატიზმი და შეუცნობლობა, ეფექტის გაუთვალისწინებლობა. ფერწერასა და გრაფიკაში დაინერგა ფერთა და ფაქტურის მოულოდნელი შეხამებანი, ქანდაკებაში–კომპოზიციისა და მასალის დამუშავების პარადოქსული უცნაურობა.

ვასილი კანდინსკი თვლიდა, რომ მთავარია არა სიუჟეტის, არამედ ერთგვარი სულიერი მდგომარეობის გამოხატვა. მხატვარი წერდა: „ახალმა ფერწერამ ხილულად უნდა აქციოს ის, რაც უხილავია“.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება