აბრეშუმხვევიასებრნი

აბრეშუმხვევიასებრნი (ლათ. Bombycidae) — მწერების ოჯახი ქერცლფრთიანების რიგისა. სხეული შედარებით მასიური აქვთ, პირის აპარატი - რუდიმენტული, ულვაშები - სავარცხლისებრი, წინა ფრთების გარეთა კიდე - ამონაკვთული, ბოლოები - ნამგლისებრი. მატლის სხეულის წინა ნაწილი ვიწროა. მუცლის მერვე სეგმენტზე აქვს მოკლე, ქაცვისებრი გამონაზარდები. აბრეშუმხვევიასებრთა ოჯახი 20-მდე გვარს აერთიანებს. უმრავლესობა ტროპიკულ ქვეყნებში ბინადრობს. კერძოდ საქართველოში, მოშენებულია თუთის აბრეშუმხვევია.

აბრეშუმხვევია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
ოჯახი:  აბრეშუმხვევია
ლათინური სახელი
Bombycidae

ლიტერატურა რედაქტირება