აბრაუ (რუს. Абрау) — მტკნარი ტბა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მდებარეობს რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დაბალმთიან აბრაუს ნახევარკუნძულზე, ნოვოროსიისკიდან 14 კილომეტრში. აბრაუ კეზენოიამის ტბის შემდეგ, კავკასიონის სიდიდით მეორე ტბაა. ზედაპირის ფართობი 1,6-1,8 კმ², სიგრძე 3100 მ-ზე მეტია, უდიდესი სიგანე 630 მ, საშუალო სიღრმე 5,8 მ, მაქსიმალური სიღრმე სხვადასხვა ცნობებით 10-15 მ ფარგლებშია. წყალშემკრები აუზის ფართობი 20,3 კმ².[1]

აბრაუს ტბა
აბრაუს ტბა
აბრაუს ტბა
კოორდინატები: 44°41′55″ ჩ. გ. 37°35′31″ ა. გ. / 44.69861° ჩ. გ. 37.59194° ა. გ. / 44.69861; 37.59194
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კრასნოდარის მხარე
სიმაღლე ზღვის დონიდან 84 
სიგრძე 3,1 კმ
სიგანე 0,63 კმ
ფართობი 1,8 კმ²
საშუალო სიღრმე 5,8 
მაქსიმალური სიღრმე 10-15 
აუზის ფართობი 20,3 კმ²
აბრაუს ტბა — რუსეთი
აბრაუს ტბა
აბრაუს ტბა — კრასნოდარის მხარე
აბრაუს ტბა

ტბის მაქსიმალური სიღრმე კაშხალზე შეინიშნება, მაგრამ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეს მაჩვენებელი შემცირდა 30-დან 10,5 მეტრამდე, რაც გამოწვეული იყო გზების მშენებლობისა და ვენახების გაშენების შედეგად გამოწვეული ნაპირების ეროზიის გამო. გაუდინარია. ტბის მუდმივი შენაკადებიდან აღსანიშნავია პატარა მდინარე აბრაუ და დიურსო.

ტბის წყალშემკრები ფართობის (61 %) დიდ ნაწილს იკავებს იკავებს მდინარე აბრაუს აუზი; ტბის შემდინრე სხვა ნაკადულები იკავებენ 6,3 კმ²-ს (31 %), დანარჩენი 1,6 კმ² (8 %) მოდის საკუთრივ წყლის სარკეზე. მტკნარწყლიანია და მასში ჭაობის მცენარეულობა არ არის განვითარებული. წყალში გახსნილი კირქვის გამო, მისი წყალი მოთეთრო-მოლურჯოა ან ზურმუხტისფერი. ტბის რაიონში განვითარებულია ხმელთაშუაზღვის მშრალი კლიმატი, რომელიც გავლენას ახდენს მის ჰიდროგრაფიაზე: მასში წყლის მაქსიმალური დონე ნოემბრიდან მარტამდე შეინიშნება. ზაფხულში წყალმცირეა.

ტბის სანაპიროზე მდებარეობს სოფელი აბრაუ. ტბის ნაპირების აქტიური სასოფლო-სამეურნეო და რეკრეაციული ათვისება დაიწყო 1872 წლიდან. 1979 წლიდან ითვლება ბუნების ძეგლად.[2] ჯერ კიდევ 1870 წელს, იმპერატორის ბრძანებით შეიქმნა აგრონომებისა და ინჟინრებისაგან შექმნილი სპეციალური კომისია, რომელმაც შეისწავლა ტბის შემოგარენი, რადგან იმპერატორის ბრძანებით აქ უნდა დაარსებულიყო ახალი ადგილი სახელწოდებით აბრაუ-დიურსო.

კლიმატი რედაქტირება

ტბა ზამთარში არ იყინება. წყლის ზედა ფენის მინიმალური საშუალო თვიური ტემპერატურა ნაპირებთან თავის წლიურ მინიმუმს იანვარში აღწევს და საშუალოდ უდრის 0,2°C-ს. წყლის ტემპერატურის სწრაფი მატება ზედა ფენებში იწყება აპრილში და გრძელდება ივლისის ბოლომდე. წყლის საშუალო თვიური ტემპერატურის მაქსიმუმია 24,8°C, ხოლო აგვისტოდან მოყოლებული წყალი თანდათან გაციებას იწყებს. წყლის ზედა ფენის მაქსიმალური ტემპერატურა დარეგისტრირებულია 1954 წელს (29,8°C).

ფლორა და ფაუნა რედაქტირება

ტბის ფლორა და ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. ტბა მდიდარია თევზით, სულ გვხვდება თევზის 15 სახეობა,[2] მათ შორის: კუმჟა, ფარფლწითელა, კვირჩხლა, იდი, კობრი და სხვა.[3] უშუალოდ ტბის ირგვლივ ხარობს ლავანდა, როზმარინი, ლეღვი და ყურძენი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Твёрдый А. В. Абрау // Кавказ в именах, названиях, легендах: опыт топонимического словаря. — Краснодар : Платонов И., 2008. — С. 12.
  2. 2.0 2.1 Министерство сельского хозяйства Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-28. ციტირების თარიღი: 2020-04-17.
  3. 100-летняя история «русского басса»[მკვდარი ბმული]