აბემამა (ინგლ. Abemama Atoll) — ატოლი კირიბატის შემადგენლობაში, გილბერტის კუნძულებზე. ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რომ აქ 1892 წლის 27 მაისს გემ «როიალისტი»-ის კაპიტანმა დევისმა შეადგინა «ბრიტანეთის პროტექტორატის დეკლარაცია გილბერტის კუნძულებზე». გარკვეულ ხანს ცხოვრობდა შოტლანდიელი მწერალი რობერტ ლუის სტივენსონი.

აბემამა
მშობ. სახელი: ინგლ. Abemama Atoll
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 0°24′ ჩ. გ. 173°50′ ა. გ. / 0.400° ჩ. გ. 173.833° ა. გ. / 0.400; 173.833 (Abemama)
კუნძულთა რაოდენობა 5
ფართობი 28 კმ²
უმაღლესი წერტილი 3 მ
კირიბატის დროშა კირიბატი
დემოგრაფია
მოსახლეობა 3213 (2010)
სიმჭიდროვე 114,75 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

ატოლი აბემამა მდებარეობს გილბერტის კუნძულების ცენტრალურ ნაწილში. გარს აკრავს წყნარი ოკეანის წყლები. 25 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ატოლი არანუკა, 43 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით — კურია[1]. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს 3500 კმ-ში[2].

როგორც არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აბემამას აქვს მარჯნული წარმოშობა და წარმოადგენს ატოლს. შედგება ბევრი მომცრო კუნძულებისგან, ანუ მოტუსგან, შეჯგუფებულს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. ცენტრში მდებარეობს ლაგუნა, რომელიც ორ ადგილას შეერთებულია ოკეანის წყლებს სრუტეებით[1]. აბემამას სახმელეთო ნაწილის ფართობი შეადგენს 28 კმ²-ს[1].

კუნძული დაფარულია ხშირი ატოლებისთვის დამახასიათებელი მცენარეული საფარით. ფართედაა გავრცელებული ქოქოსის პალმები[2].

კლიმატი აბემამაზე ტროპიკულია. ხანდახან ხდება გვალვებიც[2].

ისტორია რედაქტირება

ატოლის ძირძველი მოსახლეობის მითოლოგიური წარმოდგენის მიხედვით, კუნძული შექმნა ღმერთმა ნარეაუმ[3].

აბემამას პირველი ევროპელი აღმომჩენია ბრიტანელი კაპიტანი ჩარლზ ბიშოპი, რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1799 წელს და მას დაარქვა «როჯერ სიმფსონის კუნძული» (ინგლ. Roger Simpson Island), მისი ერთ-ერთი მეგობრის პატივსაცემად[4]. მიუხედავად ამისა დიდი დროის განმავლობაში აბემამა ევროპელებში არანაირ ინტერესს არ იწვევდა.

1851 წელს კუნძულზე დაარსდა აბსოლუტური მონარქია ბელად ტემ ბაიტეკეს (კირიბ. Tem Baiteke) მეთაურობით, რომელიც ასევე აკონტროლებდა მეზობელ კუნძულებს არანუკას და კურიას[5]. თავის დაქვემდებარებაში მყოფ კუნძულებზე სრული კონტროლის დამყარების შემდეგ, მან შემოიღო აქტიური ვაჭრობა ქოქოსის ზეთზე და კოპრაზე ევროპელ ვაჭრებთან, მაგრამ ძლიერ ეწინააღმდეგებოდა კუნძულებზე ევროპელი მოსახლეობის ნებისმიერ დასახლებას, მათ შორის მისიონერებისას. მხოლოდ 1873 წელს დართეს ნება რამდენიმე მისიონერს დასახლებულიყვნენ კუნძულზე[6]. 1889 წელს აბემამაზე, უკვე ახალი ბელადის ტემ ბინოკის დროს, დასახლდა ცნობილი შოტლანდიელი მწერალი რობერტ ლუის სტივენსონი, რომელმაც თავის ცოლთან ერთად ეგრევე კუნძულისათვის შექმნეს დროშა (დროშაზე გამოსახული იყო ზვიგენი გვირგვინით), რომელიც გასაგები მიზეზების გამო არასდროს არ გამოყენებულა.

1892 წლის 27 მაისს აბემამაზე, როგორც გილბერტის კუნძულების სხვა კუნძულებზე, დამყარდა ბრიტანეთის პროტექტორატი[7]. კუნძულზე კოლონიური მთავრობის წარმომადგენლების გამოჩენისთანავე შეჩერდა სამოქალაქო ომები, შეიქმნა ხელისუფლების სტრუქტურები, დაიწყო აბემამაზე დასახლებული უცხოელების ინტერესების დაცვა. ამას გარდა, ბიძგი მიეცა განათლების სფეროსა და ჯანდაცვის განვითარებას.

1911 წელს კუნძული გამოცხადდა ბრიტანეთის კოლონიად. 1942 წლიდან 1943 წლამდე აბემამა დაიკავა იაპონიის, ხოლო შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებმა, რომლებმაც იქ შექმნეს სამხედრო ბაზები. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კუნძული იყო ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ბრიტანეთის კოლონიის გილბერტის და ელისის კუნძულების დედაქალაქის სტატუსის მიღებაზე, მაგრამ 1947 წელს არჩევანი გაკეთდა ატოლ ტარავას სასარგებლოდ[4].

მოსახლეობა რედაქტირება

 
აბემამას სოფლების რუკა

2005 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, აბემამაზე ცხოვრობდა 3404 ადამიანი (ზრდამ 2000 წელთან შედარებით შეადგინა 262 ადამიანი, 1985 წელთან შედარებით — 438 ადამიანი), გადანაწილებული 12 დასახლებულ პუნქტში, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო სოფელი ტაბიანგი (კირიბ. Tabiang), რომელშიც ცხოვრობდა 591 ადამიანი[8]. მოსახლეობის სიმჭიდროვე ატოლზე 2005 წელს შეადგენდა 124 ადამიანს კმ²-ზე[9].

2010 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, აბემამაზე ცხოვრობდა 3213 ადამიანი[10], გადანაწილებული 13 დასახლებულ პუნქტში, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო სოფელი კარიატებიკე (კირიბ. Kariatebike), რომელშიც ცხოვრობდა 505 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვე ატოლზე 2010 წელს შეადგენდა 114,75 ადამიანს კმ²-ზე.

დასახლება (ქართ.) დასახლება (ინგლ.) მოსახლეობის რაოდენობა,
ად. (2005)
მოსახლეობის რაოდენობა,
ად. (2010)
აბატიკუ Abatiku 191 150
ბანგოტანტეკაბაია Bangotantekabaia 336 79
ბარეტოა Baretoa 310 387
ბიიკე Biike 17 13
კაბანგაკი Kabangaki 363 474
კარიატებიკე Kariatebike 140 505
კაუმა Kauma 172 74
მანოკუ Manoku 247 170
ტაბიანგი Tabiang 591 487
ტაბონტებიკე Tabontebike 305 380
ტანიმაინიკუ Tanimainiku 250
ტებანგა Tebanga 246 62
ტეკატირირაკე Tekatirirake 486 182
აბემამა Abemama 3404[8] 3213[10]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Abemama. oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-14. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2009.
  2. 2.0 2.1 2.2 Islands of Kiribati. Abemama. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. Island Directory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2009.
  3. Abemama. Jane's Kiribati Home Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2009.
  4. 4.0 4.1 Abemama Atoll. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2009.
  5. John Garrett, To live among the stars: Christian origins in Oceania, 1982, ISBN 2825406929.
  6. John Garrett, To live among the stars: Christian origins in Oceania, 1982, ISBN 2825406929.
  7. Abemama. Proclamation. Jane's Kiribati Home Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2009.
  8. 8.0 8.1 Kiribati 2005 census of population and housing: provisional tables. New Zealand Department of Conservation.
  9. Kiribati 2005 Census. Analytical Report, ტ. 2, Secretariat of the Pacific Community. Kiribati National Statistice Office, 2007.
  10. 10.0 10.1 Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-10. ციტირების თარიღი: 2014-09-26.