აბდულჰამით გიული (თურქ. Abdulhamit Gül; 12 მარტი 1977, ნიზიფი, გაზიანთეფი, თურქეთი) — თურქი პოლიტიკოსი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივანი და გაზიანთეფის დეპუტატი.

აბდულჰამით გიული
Abdulhamit Gül
აბდულჰამით გიული Abdulhamit Gül
თურქეთის იუსტიციის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა19 ივლისი, 2017
ვიცე-პრეზიდენტი  ფუატ ოქტაი
პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი  ბინალი ილდირიმი (2017-2018)
წინამორბედიბექირ ბოზდაღი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 სექტემბერი, 2015 – 19 ივლისი, 2017
პრემიერ-მინისტრიაჰმეთ დავუთოღლუ
ბინალი ილდირიმი
წინამორბედიჰალუქ იფექი
მემკვიდრეფათიჰ შაჰინი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2014 – 13 სექტემბერი 2015
პრემიერ-მინისტრირეჯეფ თაიფ ერდოღანი
აჰმეთ დავუთოღლუ
წინამორბედიჰიუსეინ თანრივერდი
მემკვიდრეეროლ ქაია

დაბადებული12 მარტი, 1977 (1977-03-12) (47 წლის)
გაზიანთეფი, თურქეთი
საარჩევნი ოლქიივნისი 2015 - გაზიანთეფი
ივლისი 2015 - გაზიანთეფი
მოქალაქეობათურქეთის დროშა თურქეთი
პოლიტიკური პარტიაკეთილდღეობის პარტია (2003-2010)
ხალხის ხმის პარტია (2010-2012)
სგპ (2012-დღემდე)
მეუღლეილქნურ გიული
შვილები3
განათლებაანკარის უნივერსიტეტი
პროფესიაადვოკატი
საიტიabdulhamitgul.com.tr

ადრეული ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

გიული დაიბადა 1977 წლის 12 მარტს გაზიანთეფის, ნიზიფის რაიონში. მამამისი ჯემილი, ხოლო დედამისი სალიჰაა. დაწყებითი განათლება ნიზიფი სკოლაში, ხოლო საშუალო განათლება სასულიერო იმამ ჰათიფის სკოლაში მიიღო. სწავლის პერიოდში აქტურად იყო ჩართული სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. უმაღლესი განათლება ანკარის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო. მისი სხვადასხვა ნაშრომი, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას ეხებოდა, დაიბეჭდა ისეთ გაზეთებში, როგორიცაა „Milli Gazete“, „Star Gazetesi“, „Gençlik Dergisi“ და „Edebiyat Ortamı“.[1][2] ასევე მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციებში.

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

მუშაობდა კეთილდღეობისა და სათნოების პარტიის ანკარაის პროვინციის ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, როგორც საბჭოს წევრი. 2001—2003 იყო კეთილდღეობის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 2003—2010 წლებში, ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო. 2010 წლის ნოემბრიდან 2012 წლამდე, „ხალხის ხმის პარტიის“ დამფუძნებელი წევრი იყო.

2012 წელს, როდესაც „ხალხის ხმის პარტიამ“ სგპ-თან შეირწყა, 2012 წლის 30 სექტემბერს სგპ-ს რიგგარეშე სხდომაზე, გიული სგპ-ს წევრად აირჩიეს. 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გიული გაზიანთეფიდან სგპ-ს დეპუტატი გახდა. 2014 წლის 13 სექტემბერის სგპ-ს ყრილობაზე, გიული პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

აბდულჰამით გიული დაოჯახებული და 3 შვილი ჰყავს. მუშაობს თავისუფალ ადვოკატად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-07. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
  2. http://www.ensonhaber.com/abdulhamit-gul-kimdir-2015-02-13.html