აბდელ რაჰმან ალ-ბაზაზი

აბდელ რაჰმან ალ-ბაზაზი (არაბ. عبد الرحمن البزاز‎‎; დ. 20 თებერვალი, 1913, ერ-რამადი, ოსმალეთის ერაყი — გ. 28 ივნისი, 1973, ბაღდადი, ერაყი) — ერაყის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი (1965), პრემიერ-მინისტრი (1965–1966) და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (1966).

აბდელ რაჰმან ალ-ბაზაზი
აბდელ რაჰმან ალ-ბაზაზი
ერაყის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 სექტემბერი, 1965 – 9 აგვისტო, 1966
წინამორბედიარეფ აბდულ რაზაკი
მემკვიდრენაჯი თალები

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 სექტემბერი, 1965 – 11 დეკემბერი, 1965
წინამორბედინაჯი თალები
მემკვიდრეადნან მუსაჰიმ ამინ ალ-პაჩაიჩი

დაბადებული20 თებერვალი, 1913
ერ-რამადი, ოსმალეთის ერაყი
გარდაცვლილი28 ივნისი, 1973
ბაღდადი, ერაყი

დაიბადა 1913 წლის 20 თებერვალს ერ-რამადის პროვინციის სოფელ ანსში, სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1935 წელს დაასრულა ბაღდადის იურიდიული კოლეჯი. 1940 წელს დაინიშნა ამავე კოლეჯის პროფესორის თანაშემწედ. შემდეგ სწავლობდა ბაღდადის უნივერსიტეტში და ლონდონის სამეფო კოლეჯში. არის ავტორი რამდენიმე ნაშრომისა არაბული ნაციონალიზმის, სამართლის, ისლამისა და ერაყის ისტორიის საკითხებში.

1963 წლიდან არის ელჩი ჯერ ეგვიპტეში შემდეგ დიდ ბრიტანეთში, 1964–1965 წლებში ამავდროულად ოპეკის თავჯდომარეა. 1966 წლის 13-16 აპრილს აბდულ სალამ არეფის გარდაცვალების შემდეგ ასრულებდა ერაყის პრეზიდენტის მოვალეობას. 1968 წლის გადატრიალების შემდეგ დააპატიმრეს. 1969 წელს მიუსაჯეს ხანგრძლივი დროით პატიმრობა. 1970 წლიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს შინაპატიმრობაში. გარდაიცვალა 1973 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება