აბახაი, ოფიციალურად ხუნ ტაიჯი (დ. 28 ნოემბერი, 1592, მანჯურია — გ. 21 სექტემბერი, 1643, იქვე) — მანჯურიელთა ტომის ლიდერი, რომელიც 1636 წელს გახდა მანჯურიელების, მონღოლებისა და ჩინელების იმპერატორი და სათავე დაუდო ცინის დინასტიას.[1]

აბახაი
გვიანი ძინის მე-2 ხანი
მმართ. დასაწყისი: 20 ოქტომბერი, 1626
მმართ. დასასრული: 1636
წინამორბედი: ნურხაცი
მემკვიდრე: თვითონვე, როგორც ცინის იმპერატორი
ცინის დინასტიის მე-2 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1636
მმართ. დასასრული: 21 სექტემბერი, 1643
წინამორბედი: თვითონვე, როგორც გვიანი ძინის ხანი
მემკვიდრე: შუნჯი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ნოემბერი, 1592
დაბ. ადგილი: მანჯურია
გარდ. თარიღი: 21 სექტემბერი, 1643 (50 წლის)
გარდ. ადგილი: მანჯურია
დინასტია: გიორო
მამა: ნურხაცი

აბახაი ნურხაცის მერვე ვაჟი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ თავიდან მოიშორა მისი ძმები და ერთპიროვნული მმართველი გახდა. მრავალ წარმატებას მიაღწია სამხედრო ლიდერის უჩვეულო შესაძლებლობებით. ჯარს გაუძღვა მონღოლეთსა და კორეაში და აქაური სახელმწიფოები თავის ვასლებად გაიხადა. კორეიდან — ფულადი და სასურსათო მარაგების, ხოლო მონღოლეთიდან სამუშაო ძალისა და ცხენების გაზრდით გააუმჯობესა სამხედრო მანქანა, ცნობილი როგორც „შვიდი დროშა“. ოთხი ექსპედიციის შემდეგ მან, საბოლოოდ, შეძლო ადრე ჩინეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ამურის რეგიონის დამორჩილება ჩრდილოეთ მანჯურიაში. სამჯერ გაარღვია დიდი კედელი და ჩრდილოეთ ჩინეთში შეიჭრა.[1]

რამდენადაც უფრო მეტი ჩინელი გადადიოდა მანჯურიელთა სამსახურში, მით უფრო ზუსტად ხდებოდა ჩინური ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელის გადმოღება. ჩინელი მრჩევლების რჩევით დაიწყო ჩინეთის დაპყრობა, თუმცა მანამ გარდაიცვალა, სანამ თავის მიზანს ბოლომდე მიიყვანდა. მისმა მმართველობამ საძირკველი გაუმყარა ჩინეთში მანჯურიელთა ხელისუფლებას. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მანჯურიელებმა მინის იმპერიის დედაქალაქი პეკინი აიღეს და მალევე ქვეყნის დანარჩენი ნაწილებიც დაიმორჩილეს.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 აბახაი. ენციკლოპედია ბრიტანიკა (ონლაინ ვერსია). ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2020.