აბას მაჰმუდ ალ-აკადი

აბას მაჰმუდ ალ-აკადი (დ. 28 ივნისი, 1889, ასუანი — გ. 12 მარტი, 1964, კაირო) — არაბი მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე. კაიროს არაბული ენის აკადემიისა და დამასკის არაბული მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ერთ ერთი დამაარსებელია ლიტერატურული სკოლისა, რომელიც ინგლისური რომანტიზმის გავლენას განიცდიდა. ემხრობოდა აზრს, რომ არაბულ საფუძველზე ევროპულ კულტურულ ელემენტთა გადამუშავების შედეგად შექმნილიყო ერთიანი არაბულ-მუსლიმური კულტურა. აბას მაჰმუდ ალ-აკადის ლექსთა პირველი კრებული დაიბეჭდა 1916 წელს. მან დაწერა 100–ზე მეტი წიგნი რელიგიის, ფილოსოფიის და პოეზიის შესახებ. გამოაქვეყნა აარაბული და მსოფლიო ლიტერატურის საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი პუბლიცისტური და კრიტიკული ნაშრომი, აგრეთვე ლექსები, მოთხრობები, წიგნები ისტორიულ-რელიგიურ და ისტორიულ-ფილოსოფიურ თემაზე.

აბას მაჰმუდ ალ-აკადი
არაბ. عبَّاس محمود العقَّاد
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1889(1889-06-28)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ასუანი[4]
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 1964(1964-03-13)[4] [2](74 წლის)
გარდაცვალების ადგილი კაირო
საქმიანობა მწერალი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოეტი[5] , ლიტერატურული კრიტიკოსი, მასწავლებელი და ფილოსოფოსი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 ეგვიპტის სასულთნო
Kingdom of Egypt
Republic of Egypt
გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა[6]
Magnum opus Q12224244?, Athar al-ʻArab fī al-ḥaḍārah al-Ūrūbbīyah, afīūn al-šʿūb, Rūḥ ʻaẓīm: al-Mahātmā Ghāndī და Q60797378?[7]
ჯილდოები State Appreciation Award
გავლენა მოახდინეს

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება