აბაკოს კუნძულები (ინგლ. Abaco Islands) — კუნძულები ბაჰამის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში. მოიცავს ორ მთავარ კუნძულს — დიდ აბაკოს და პატარა აბაკოს, ასევე სხვა პატარა კუნძულებს: ვუდ-კეი, ელბოუ-კეი, ლაბერს-კარტერს-კეი, გრინ-ტარტლ-კეი,გირტ-გუანა-კეი, კესტაუეი-კეი, მუნ-ო-უორ-კეი, სტრეინჯერს-კეი, ამბრელა-კეი, უოლკერს-კეი, ლიტლ-გრანდ-კეი და მურს-აილენდი. ადმინისტრაციულად, აბაკოს კუნძულები მოიცავს ბაჰამის 31 რაიონიდან ხუთს. ქალაქებს შორისაა მარშ-ჰარბორი, ჰოუპ-ტაუნი, ტრეშერ-კეი, კუპერს-ტაუნი და კორნიშტაუნი.

აბაკოს კუნძულები
მშობ. სახელი: Abaco Islands

ადმინისტრაციული დაყოფა
გეოგრაფია
აბაკოს კუნძულები — ბაჰამის კუნძულები
აბაკოს კუნძულები
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 26°28′ ჩ. გ. 77°05′ დ. გ. / 26.467° ჩ. გ. 77.083° დ. გ. / 26.467; -77.083
მთავარი კუნძული დიდი აბაკო
ფართობი 2 009[1] კმ² (2)
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები
უდიდესი ქალაქი მარშ-ჰარბორი (5 728)
დემოგრაფია
მოსახლეობა 16 692 (2010)
სიმჭიდროვე 9,57 /კმ²
კუნძულების ტოპოგრაფიული რუკა.
ქალაქ ჰოუპ-ტაუნის შუქურა.

ისტორია რედაქტირება

აბაკოს კუნძულებზე თავდაპირველად სახლობდა ლუკაიანის ხალხი. პირველი ევროპელი მოსახლეები იყვნენ ამერიკელი ლოიალისტები, რომლებიც 1783 აბაკოზე წელს ამერიკის რევოლუციის შემდეგ ჩამოსახლდნენ, ისევე როგორც კუნძულ კეტზე.

დემოგრაფია რედაქტირება

კუნძულების საერთო მოსახლეობა 13 000 ადამიანია. ძირითადი დასახლება და დედაქალაქია მარშ-ჰარბორი. დაახლოებით 50% თეთრკანიანია, 50% კი შავკანიანი.

საქმიანობები რედაქტირება

კუნძულებზე არაა განვითარებული გემების მიმოსვლა, ისევე როგორც ტურიზმი. შექმნილია ექვსი ეროვნული პარკი.[2]

ეკონომიკა რედაქტირება

აბაკოს კუნძულები დიდი ხნის მანძილზე განთქმული იყო გემთმშენებლობით.[3] დღეისათვის ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ხე-ტყე, ხილი და მარგალიტის დეპოზიტები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bower, Paul (1997). „Abaco Islands“. In Johnston, Bernard (ed.). Collier's Encyclopedia. I A to Ameland (First ed.). New York, NY: P.F. Collier. p. 4.
  2. Bahamas National Trust. (2012)The National Parks of The Bahamas. BNT. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 28, 2012. ციტირების თარიღი: October 17, 2012.
  3. Man-O-War’s Boat Building Heritage. Man-O-War Cay Museum. ციტირების თარიღი: 30 June 2013.