არაგვის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
 
არაგვის საერისთავო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მუდამ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნეში, როცა [[ნუგზარ არაგვის ერისთავი | ნუგზარ]], [[ზურაბ არაგვის ერისთავი | ზურაბ]] და [[ზაალ არაგვის ერისთავი |ზაალ ერისთავები]] თავგამოდებით იბრძოდნენ, ერთი მხრით, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და, მეორე მხრით, ფშავხევსურეთისა და ერწო-თიანეთის დასაპყრობლად და დასაბეგრავად. ჯერ ზურაბმა (XVII საუკუნის 20-იან წლებში) და შემდეგ ზაალმა (50-იან წლებში) დროებით დაიპყრეს კიდეც ერწო-თიანეთი. ამ ბრძოლებმა დიდი მსხვერპლი შეიწირა ორივე მხრიდან, მაგრამ საბოლოოდ ერისთავები მაინც ვერ ეწივნენ საწადელს. 1743 წელს აჯანყებულმა არაგველებმა ([[არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება]]) მოკლეს [[ბეჟან არაგვის ერისთავი]] და არაგვის საერისთავო კახეთის მეფეს [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ს]] გადასცეს. მან არაგვის საერისთავო სამეფო მამულად გამოაცხადა და [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] ვაჟს, ვახტანგ ბატონიშვილს, საუფლიწულოდ მისცა. ბატონიშვილის სახელით არაგვის საერისთავოს ჯიმშერ ჩოლოყაშვილი განაგებდა (1743-1756). ერისთავის გადარჩენილი შვილები ცოტა უფრო გვიან ერეკლე II-მ კახეთში გადაასახლა და იქ მისცა მცირე მამული. ვახტანგ ბატონიშვილის გარდაცვალების (1756) შემდეგ არაგვის საერისთავო ლევან ბატონიშვილის, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების (1781) შემდეგ კი ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის საუფლისწულო იყო. 1803 წელს ვახტანგი რუსეთში გადაასახლეს. არაგვის საერისთავო კი [[ანანურის მაზრა|ანანურის მაზრის]] უფროსს დაუქვემდებარეს.
 
{{საქართველოს ისტორია}}
[[კატეგორია:საქართველოს საერისთავოები]]