გერმანისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
გერმანისტიკა დღეს უკვე აღარაა ნაციონალური მეცნიერება იმ აზრით, რომლითაც ის ჩაფიქრებული იყო მისი დაფუძნების ჟამს. იგი წარმოადგენს სამეცნიერო პროგრამატულ, საკლასიფიკაციო ცნებას და მთელ [[გერმანულენოვანი სამყარო|გერმანულენოვან სამყაროში]] ისტორიულად არსებულ ენაზე შექმნილი მასალის კვლევითაა დაკავებული. გერმანისტიკას [[ავსტრია]]ში, [[შვეიცარია]]ში, [[ლუქსემბურგი|ლუქსემბურგში]], [[ლიხტენშტაინი|ლიხტენშტაინსა]] და [[ბელგია]]შიც გერმანისტიკა ჰქვია.
 
=== პარონიმია ტერმონოლოგიაში: გერმანისტიკული, ვერსუს გერმანული ===
 
ქართულში გერმანისტიკის სამი მიმართულების (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, მედიევისტიკა) სახელდებად გამოიყენებენ ფორმას 'გერმანისტიკულს' და არა 'გერმანულს' იმ მიზეზის გამო, რომ გერმანულენოვანი სივრცე მხოლოდ გერმანიით არ შემოიფარგლება. გარდა ამისა, რახან არსებობს საზღვარგარეთული გერმანისტიკის ცნებაც, რომელიც გულისხმობს გერმანიის საზღვრებს გარეთ (არამარტო ავსტრიის, შვეიცარიის და ა.შ.) არსებულ არაგერმანულ გერმანისტიკებს, ხოლო ცნებებით "გერმანული ენათმეცნიერება", "გერმანული ლიტერატურათმცოდნეობა", "გერმანული მედიევისტიკა" მხოლოდ [[გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა|გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის]] ტერიტორიაზე მოქმედი გერმანისტიკული დარგები გაიგება, თვითონ გერმანელებიც ერდებიან ამ ცნებათა - Deutsche Sprachwissenschaft, Deutsche Literaturwissenschaft, Deutsche Mediävistik, გამოყენებას და ამბობენ "Germanistische Sprachwissenschaft", "Germanistische Literaturwissenschaft", "Germanistische Mediävistik". მაშასადამე მართებული ფორმა არის გერმანისტიკული (და არა გერმანული) ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა და მედიევისტიკა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გერმანისტიკა“-დან