თირკმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
ნეფრონი შედგება კაპილარული მარყუჟების გორგლისგან, რომელიც მდებარეობს შუმლიანსკ-ბაუმენის კაფსულაში, მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის; პროქსიმალური მილაკისგან; ჰენლის მარყუჟისგან; შემკრებ მილაკში ჩამავალი დისტალური მილაკისგან. შემკრები მილაკი ასრულებს მილაკების სისტემას და მორფოლოგიურად აღარ მიეკუთვნება ნეფრონს. გორგლის მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის განლაგებულია იუქსტაგლომერული კომპლექსი, მათ შორის უჯრედები, რომლებიც ახდენენ რენინის სეკრეციას - პროტეინაზების ქვეკლასის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს (ასრულებს კატალიზატორის ფუნქციას) ანგიოტენზინოგენის ანგიოტენზინში გარდაქმნის პროცესში. თითოეული თირკმელი შეიცავს 1-1,2 მლნ. ნეფრონს, რომელთა დაახლოებით 85% განლაგებულია ქერქოვან შრეში, ხოლო 15% - ქერქოვანი და ტვინოვანი შრეების საზღვარზე. იუქსტაგლომერული ნეფრონები უშუალო მონაწილეობას ღებულობენ შარდის ოსმოსური კონცეტრაციის შექმნის პროცესებში.
ფიზიოლოგია. თირკმლების უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური როლი - ჰომეოსტაზის რეგულაცია: თირკმლები მონაწილეობენ პლაზმაში და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების (ოსმორეგულაცია), მათი მოცულობის (ვოლუმორეგულაცია), ელექტროლიტური და მჟავა-ტოტუვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენენ აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობას ღებულობენ ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფაში და მათ გამოყოფაში, სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში. თირკმლების ზემოთჩამოთვლილი ფუნქციების უმეტესობის უზრუნველყოფა ხორციელდება შარდის წარმოქმნის პროცესებით: გორგლოვანი ფილტრაციით (ულტრაფილტრაცია), ულტრაფილტრატის ნაწილის რეაბსორბციით (პასიური და აქტიური), მილაკებში სხვადასხვა ნივთიერებების სეკრეციით და ახალი ნაერთების სინთეზით. თირკმლები, აგრეთვე ახორციელებენ ინკრეტორულ ფუნქციებს, რაც მდგომარეობს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ერითროპოეტინი, რენინი, აქტიური ვიტამინი D3, პროსტაგლანდინები და სხ.) სინთეზში.
 
შარდის წარმოქმნის პროცესი იწყება გორგლოვანი ფილტრაციით, რომლის მოცულობაც დამოკიდებულია რიგ ჰემოდინამიკურ ფაქტორებზე, პირველ რიგში, თირკმლისმიერი სისხლმომარაგების მოცულობაზე, რომლის რეგულირებაც, ძირითადად, ხორციელდება ვაზოაქტიური სუბსტანციების (ადრენალინი, ანგიოტენზინი, პროსტაგლანდინები, ბრადიკინინი და სხ.), სიმპათიკური ნერვების, ჰორმონების მეშვეობით. თირკმლები შეიცავენ დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს, რომელთა საერთო წინააღმდეგობა არც თუ დიდია, ამიტომაც, თირკმლებში, ყოველ წუთში, ხვდება გულიდან გადმოსროლილი სისხლის დაახლოებით 25%.
 
მოზრდილი ადამიანის თირკმლის მთლიანი სისხლის მიმოქცევა, შეადგენს დაახლოებით 1 200 მლ-ს 1 წუთში, სხეულის სტანდარტულ ზედაპირზე (1,73მ2) გადაანგარიშებით. სისხლის აღნიშნული მოცულობის 91-93% მიედინება თირკმლის ქერქოვანი ნივთიერების სისხლძარღვებში (ეფექტური თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევა). გარეთა ტვინოვან ნივთიერებაში ხვდება სისხლის მოცულობის დაახლოებით 6-8%, ხოლო შიგნითაში - 1%-ზე ნაკლები. სისხლის მიმოქცევას ყველაზე მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევს თირკმლის გორგლის კაპილარები. აღნიშნული წინააღმდეგობის დინამიკა განისაზღვრება მომტანი და წამღები არტერიოლების ტონუსით. თირკმლის არტერიაში წნევის ცვალებადობას თან სდევს გორგლის მომტანი არტერიოლების ტონუსის ცვლილება, რის გამოც გორგალში ხდება სისხლის მიმოქცევის მუდმივობის და კაპილარული წნევის შენარჩუნება (თვითრეგულაცია).
 
შარდის წარმოქმნის პროცესი იწყება გორგლის ფილტრის გავლით კაფსულის სანათურში პლაზმის და მასში ხსნადი მცირე მოლეკულური მასის მქონე ნივთიერებების (ელექტროლიტები, ორგანული ნაერთები) ულტრაფილტრაციით. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ორივე თირკმელში შეადგენს საშუალოდ 120 მლ. 1 წუთში - დაახლოებით 100 ლ. დღეღამეში 1 მ2 სხეულის ზედაპირზე. გორგლებში მიმდინარე ფილტრაციის უზრუნველყოფა ხდება ფილტრაციული წნევით - ერთის მხრივ გლომერულების კაპილარებში ჰიდროსტატიკურ წნევას (45-52 მმ. ვწ. სვ), ხოლო მეორე მხრივ სისხლის პლაზმის ონკოზურ წნევას (18-26 მმ. ვწ. სვ.) და შუმლიანკს-ბოუმენის კაფსულის ღრუში ჰიდროსტატიკურ წნევას (8-15 მმ. ვწ. სვ.) შორის არსებული სხვაობებით. ნორმაში ფილტრაციული წნევის სიდიდე მერყეობს 10-200 მმ. ვწ. სვ. ფარგლებში. გორგლოვანი ფილტრაციის შემცირება აღინიშნება სისტემური არტერიული წნევის დაქვეითების (იგი საერთოდ წყდება არტერიული წნევის 50 მმ. ვწ. სვ. დაბლა დაქვეითების შემთხვევაში), მილაკებში და, შესაბამისად, გორგლის კაფსულაში წნევის მომატების (შარდის დინების გაძნელების, თირკმლის ინტერსტიციაში წნევის მომატების შედეგად) დროს. თითოეულ ნეფრონში, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის რეგულაცია ხორციელდება გადინებული სისხლის მოცულობით და აღნიშნულ ნეფრონში ნატრიუმის რეაბსორბციის სიჩქარით. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს იუქსტაგლომერული კომპლექსის მონაწილეობით, რომელიც რეაგირებს მოდინებული სისხლით მომტანი არტერიოლების გაჭიმვაზე და მილაკში ნატრიუმის რეაბსორბციის ზღვარზე (ქვოტაზე). რენინის სეკრეცია, რომელიც მატულობს არტერიოლების გაჭიმვის შემცირების დროს, ააქტიურებს ანგიოტენზინოგენის გარდაქმნას ანგიოტენზინში, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას, თირკმლისმიერი სისხლმომარაგების და გორგლოვანი ფილტრაციის გაზრდას, ასტიმულირებს წყურვილის რეფლექსს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თირკმელი“-დან