კრასუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: et:Marcus Licinius Crassus
დასუფთავების სამსახური, replaced: {{ბიო}} → {{ესკიზი-ბიოგრაფია}} using Project:AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Crassus.jpg|right|thumb|200px|მარკუს ლიცინიუს კრასუსი]]
მარკუს ლიცინიუს '''კრასუსი''' (ძვ.წ.115 – 53) - რომაელი [[მთავარსარდალი]] და სახელმწიფო მოღვაწე. დიქტატორ [[სულა]]ს მომხრე და [[სპარტაკი]]ს აჯანყების ჩამხშობი. ძვ.წ. 60 კრასუსმა, [[გნეუს_პომპეუს_მაგნუსიგნეუს პომპეუს მაგნუსი|პომპეუსმ]]ა და [[იულიუს_კეისარიიულიუს კეისარი|კეისარმა]] დადეს საიდულო გარიგება, რომელიც [[პირველი ტრიუმვირატი]]ს სახელით არის ცნობილი [[ისტორია]]ში. კრასუსი ამავე დროს იყო რომის ერთ-ერთი უმდიდრესი [[ადამიანი]]. სხვადასხვა წყაროს ცნობებით ის ფლობდა 200 მილიონ სესტერციუმს (ჟურნალ [[ფორბსი]]ს 2008 წ. თებერვლის გამოშვების მიხედვით 169.8 [[მილიარდი]] [[დოლარი]]).
 
==ომი პართიასთან==
54 წ. დაიწყო კრასუსის [[ექსპედიცია]] [[პართია]]ში, რომელიც რომაელთა კატასტროფით დამთავრდა. კრასუსი [[მესოპოტამია]]ში შეიჭრა და რამოდენიმე [[ქალაქი]] აიღო, გამოსაზამთრებლად კი ისევ [[სირია]]ში დაბრუნდა, შემდგომ 53წ. კრასუსმა ხელმეორედ გაილაშქრა პართიელთა წინააღმდეგ. რომაელებს პართიელებთან ბრძოლაში აკლდათ უმთავრესი - [[კავალერია]]. კრასუსი, ამასთან ერთად გადამეტებით აფასებდა რომაელთა შესაძლებლობებს. ძვ. წ. 53 ს. კარრთან ახლოს მოხდა გადამწყვეტი შეტაკება რომალებსა და პართიელებს შორის. პართიულმა კავალერიამ დაჯაბნა რომაული ლეგიონები. [[ალყა]]ში მოქცეული კრასუსი და მისი ჯარი იტანჯებოდნენ სიცხისა და წყურვილისაგან. ბრძოლაში დაიღუპა კრასუსის შვილი მამაცი [[პუბლიუსი]]. დაიღუპა თავათ კრასუსიც, რომელსაც თავი მოკვეთეს და [[ოროდ II]] გაუგზავნეს. [[კარრის ბრძოლა]] იყო პირველი სერიოზული შეტაკება ორ უდიდეს [[სახელმწიფო]]ს შორის. კრასუსის შემდგომ პართიის საკითხი უმთავრეს როლს თამაშობდა რომის საგარეო [[პოლიტიკა]]ში.
 
 
'''თანამედროვე ისტორიოგრაფია'''
Line 10 ⟶ 9:
[[1950]] წ. მეცნიერებმა საინტერესო ფაქტებს მიაგნეს. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰომერ დაბსმა (Homer Dubss) გამოაქვეყნა სამეცნიერო კვლევათა პირველი დოკუმენტები. როგორც გაირკვა, რომაული [[არმია]] მთლიანად არ განადგურებულა. კარრის ბრძოლას გადაურჩა 150-მდე ლეგიონერი, რომლებიც რომში აღარ დაბრუნდნენ და აღმოსავლეთისკენ გააგრძელეს გზა. ისინი დაქირავებულ საბრძოლო ჯგუფს წარმოადგენდნენ; ასევე წვრთნინდნენ სხვადასხა ქვეყნის ჯარებს. [[2007]] წ. მეცნიერებმა მოინახულეს ჩინური სოფელი ლაქიანი [[გობის უდაბნო]]ს მახლობლად, სადაც, გადმოცემით სახლობდნენ [[რომაელი ლეგიონერები]]. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანები, რომელთაც ქონდათ ქერა თმები, ლურჯი და მწვანე თვალები და ჩინელებისთვის არადამახასიათებელი ცხვირის ფორმები. ჩინურ წყაროებში არსებობს ცნობები, რომ [[ჰანის დინასტია|ჰანის დინასტიის]] ჩინეთის არმიის [[გენერალი ჩენგ ტანგი]] შეებრძოლა ”კუს საბრძოლო წყობის” (რომაულ ლეგიონერთა ცნობილი საბრძოლო ფორმირება) რაზმს და [[ტყვე]]დ აიყვანა. [[ჩინელები]] ისე მოხიბლულან ლეგიონერთა ბრძოლის ხერხებით, რომ ისინი გაანთავისუფლეს და თავიანთ არმიაში მიიღეს. სწორედ რომაელთა დახმარებით აიღეს ჩინელებნა ქ. [[განსუ]], რომელსაც შემდგომში უწოდეს ახალი სახელი ”ლი-ჟიენ”, რაც [[ფონოლოგია|ფონოლოგიურად]] ძლიერ წააგავს ”ლეგიონს”. [[არქეოლოგიური გათხრები]]ს შედეგად მეცნიერებმა მოიპოვეს [[რომაული მონეტები]] და რკინის [[ჩაფხუტი]], რომელსაც ჩინურად აწერია ”ტყვე”.
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
 
{{ბიო}}
 
{{სქოლიოს სია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრასუსი“-დან