გიორგი ჭანტურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
 
[[1991]] წელს გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჭანტურიას პოზიცია კიდევ უფრო შეურიგებელი გახდა. ედპ აქტიურად ჩაება მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში და გამსახურდიას გადაგომა თავის ლოზუნგად აქცია. 1991 წლის 17 სექტემბერს [[მოსკოვი|მოსკოვში]] გასაფრენად გამზადებული ჭანტურია პოლიციამ დააკავა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრა. გათავისუფლების შემდეგ ჭანტურია კვლავ მონაწილეობდა გამსახურდიას წინააღმდეგ მიმართლ გამოსვლებში.
 
 
 
1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჭანტურია [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] მიმართ ზომიერ ოპოზიციაში იყო, თუმცა საქართველოს [[დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა]]ში შესვლის შემდეგ მისი პოზიცია უფრო კრიტიკული გახდა. 1994 წ. ჭანტურიამ ღიად გააკრიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრი [[შოთა კვირაია]], უშიშროების მინისტრი [[იგორ გიორგაძე]] და თავდაცვის მინისტრი [[ვარდიკო ნადიბაიძე]] და მათ პრორუსულ ორიენტაციაში დასდო ბრალი.
Line 17 ⟶ 19:
 
1994 წ. 3 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, ჭანტურიას ავტომობილს უცნობმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი. ჭანტურია ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე [[ირინა სარიშვილი]] მძიმედ დაიჭრა. მკვლელობა საბოლოოდ გამოუძიებელი დარჩა, თუმცა მისი პოლიტიკური ხასიათი ეჭვს არ იწვევდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მიერ თავდასხმა ბრალდებოდა კვირაიას ან გიორგაძეს. ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ ედპ-ის ლიდერი მისი ქვრივი გახდა, მაგრამ პარტიის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა. გიორგი ჭანტურია დაკრძალულია [[ქაშვეთის ეკლესია|ქაშვეთის ეკლესიის]] ეზოში.
ცხოვრობდა ქ.თბილისში ორთაჭალაში გორგასლის ქ.39 სახლში.მოკლეს სწორედ იმის გამო,ღიად გააკრიტიკა მხედრიონი და კერძოდ ჯაბა იოსელიანი და საპრეზიდენდო ამბიცია დააფიქსირა.რაც საკმარისი აღმოცნდა ედ.შევარდნაძისათვის და მისი ბრძანებით იოსელიანმა მოაკვლევინა.სარიშვილი,რომელიც ამავე დროს კგბ–ს აგენტიც იყო,ბრალს ღიად სდებს ძმებს რურუებს,რომელთაგან ერთი ვარდების მთავრობაში კულტურის მინისტრიც კი გახდა,მანამდე ა.შ.შ.–ში იმალებოდა(ნაცების ვერსიით უნივერსიტეტში "სწავლობდა").უბედურ ჭანტურიას თვითმხილველთა თქმით ასამდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი–დასაცერებული იყო.მასთან ერთად მოკლეს მისი პირადი დაცვა და მძღოლიც,სარიშვილი კი საეჭვოდ გადარჩა,ცოცხალი დატოვეს...(ბ.ხონელიძე)
 
==წყაროები==
*[http://newsgeorgia.ge/geo1/20071203/42108172.html სარიშვილი ძმებ რურუებს გიორგი ჭანტურიას მკვლელობაში ადანაშაულებს]. „ახალი ამბები - საქართველო“. 03/ 12/ 2007