ბულგარეთი (ვოლგა-კამა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის შეცვლა: ru:Волжская Булгария; cosmetic changes
ხაზი 6:
X საუკუნებამდე [[ხაზართა სახაკანო]]ს ემორჩილებოდნენ. მათს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ბულგართა ხანები არაბებს დაუკავშირდნენ, ისლამი აღიარეს და ნომინალურად დაემორჩილნენ სახალიფოს. 965 წელს სვიატოსლავ იგორის ძემ ხაზართა სახელმწიფო გაანადგურა და ბულგარებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. X საუკუნის ბოლოს აქ ფეოდალური ურთიერთობანი გაბატონდა. ბულგარეთზე გადიოდა აღმოსავლეთის ევროპა და აზიის შემაერთებელი სავაჭრო გზები, რაც ხელს უწყობდა აღბ-მიცემობის განვითარებას და მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრების წარმოქმნას. X-XII საუკუნეებში ბულგარეთი ხშირად ეომებოდა რუსეთის სამთავროებს. ამის გამო სატახტო ქალაქი ბოლგარიდან აღმოსავლეთისკენ, ბილიარში გადაიტანეს. 1223 წელს ბულგარებმა მოიგერიეს მონღოლტა პირველი თავდასხმა. 1236 წელს მონღოლებმა ბილიარი აიღეს, 1241 წელს კი მთლიანად დაიპყრეს ქვეყანა, რომელიც ამიერიდან ოქროს ურდოს შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ გარკვეული ავტონომია მიიღო.
 
XIII საუკუნის II ნახევარში დაიწყო ახალი ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების ზრდა, გამოცოცხლდა საერთაშორისო ვაჭრობა. ამან ბულგარეთის მთავრებს დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებს გაუღვიძა, რასაც მონღოლთა რამდენიმე დამსჯელი ლაშქრობა მოჰყვა. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ XIV საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში ბულგარეთი ოქროს ურდოსთან ერთად გაანადგურა თემურლენგმა. XV საუკუნის 30-იან წლებში მდინარე ლამის სამხრეთით მდებარე მიწები რუსმა ფეოდალებმა დაიპყრეს. დამოუკიდებლობა შეინარჩუნა მხოლოდ ყაზანმა, რომელიც ყაზანის სახანოს სატახტო ქალაქი გახდა.
 
== ლიტერატურა ==
* [[ქსე]], ტ. 2, გვ. 564, თბ., 1977
 
ხაზი 37:
[[pt:Bulgária do Volga]]
[[ro:Bulgaria de pe Volga]]
[[ru:Волжская БолгарияБулгария]]
[[sv:Volgabulgariska riket]]
[[tr:İdil Bulgarları]]