შიომღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მაიმუნობა ქვია ამას.
ბოტის დამატება: hy:Շիո Մգվիմի վանք; cosmetic changes
ხაზი 1:
{{რჩეული}}
[[სურათიფაილი:Shiomgvime monastery, georgia.jpg|thumb|350px|შიომღვიმე]]
'''შიომღვიმე''', ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის [[საქართველო]]ს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი. მსხვილი [[სენიორია]].
 
მდებარეობს [[თბილისი|თბილისიდან]] 40 კმ-ზე, [[მცხეთის რაიონი|მცხეთის რაიონში]], მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა [[ასურელი მამები|ასურელმა მამამ]] [[შიო მღვიმელი|შიომ]] . როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად [[ანდერძი|ანდერძისა]], იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება "შიოს მღვიმე", "შიომღვიმე"). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.
 
== ისტორია ==
XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] ეკლესიას შეუერთეს. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმებიანი ეკლესია თითქმის სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიმუშია. აგებულია შიოს ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ეკლესია გეგმით მარტივი, "თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობაა, ე.ი. გეგმას საფუძვლად უდევს [[ჯვარი (ნიშანი)|ჯვარი]], რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება, აღმოსავლეთით აფსიდია. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია რვაწახნაგა [[გუმბათის ყელი]], რომელიც დასრულებულია რვაწახნაგავე შეკრული [[კამარა|კამარით]]. გადახურულია კონუსებრი სახურავით. ინტერიერს ამშვენებდა იშვიათი ოსტატობით შესრულებული ორნამენტითა ფიგურებიანი რელიეფით შეკრული XI საუკუნის ქვის [[კანკელი]] (გადატანილია [[საქართველოს ხელოვნების მუზეუმი|საქართველოს ხელოვნების მუზეუმში]]). მიუხედავად XI და XVIII საუკუნეების მინაშენებისა, ეკლესიამ მაინც შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი სახე. აგურის სამრეკლო XVIII საუკუნისაა. მონასტრის შუაგულში აღმართულია ღვთისმშობლის ეკლესია, ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] განკარგულებით. იგი თავდაპირველად გუმბათოვანი იყო. [[1678]] აღდგენილია ბაზილიკის სახით. სამეურნეო დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია სატრაპეზო (აქედანაა გასასვლელი შიოს მღვიმეში), რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნისაა, გადაკეთებულია და განახლებული XVII საუკუნეში.
 
მთაზე აღმართული მცირე, მოხატული სამლოცველო XII საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტერი წყლით მარაგდებოდა [[სხალტბა|სოფ. სხალტბიდან]]. ([[შიომღვიმის წყალსადენი]]).
 
== კულტურული მნიშვნელობა ==
[[სურათიფაილი:Shio-Mghvime fresco2.jpg|thumb|300 px|left|წმ. შიო, მონასტრის დამფუძნებელი, მე-19 საუკუნის ფრესკაზე]]
შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ [[შიო მღვიმელი]], [[ბასილ კარიჭის ძე]] (XI ს.), [[არსენ იყალთოელი]], [[არსენ ბერი]], [[გიორგი ხუცესმონაზონი]] (XIII-XIV სს.), [[თეოდოსი]] ([[1878]]-[[1881]]) და სხვა.
 
შიომღვიმის უდიდესი წიგნთსაცავიდან მოღწეულია მრავალი ხელნაწერი. [[1804]] ცნობით, შიომღვიმის [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკაში]] დაცული ყოფილა ხელნაწერთა მდიდარი ფონდი (10 ურემზე ძლივს დაეტეოდაო). შიოსავე სიცოცხლეში მონაზონთა რაოდენობა მონასტერში 25-დან 200-მდე გაიზარდა. შიომღვიმე VI საუკუნიდან XII საუკუნის დასაწყისამდე კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მფარველობაში იმყოფებოდა, დავით აღმაშენებელმა იგი სამეფო საკუთრებად აქცია. დაუწესა საგანგებო "ანდერძი"-ტიპიკონი ([[1123]]) და შესწირა დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება. მონასტერმა მხარი დაუჭირა მეფეს ურჩ ფეოდალებთან ბრძოლაში. თბილისში მონასტერი ფლობდა სავაჭრო დუქნებს, საგანგებოდ აშენებდა გასაყიდ პირუტყვს. ჰქონდა სასამართლო (არასრული), საეპარქიო და სახელმწიფო გადასახადების შეუვალობის პრივილეგიები. მართვა-გამგეობის მხრივ მხოლოდ მეფე-პატრონის უზენაეს უფლებას ცნობდა, ეპარქიალურად მხოლოდ [[კათოლიკოს-პატრიარქი|კათოლიკოს-პატრიარქს]] ექვემდებარებოდა. XIII-XVIII საუკუნეებში შიომღვიმის პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა დაქვეითდა. XIV საუკუნის II ნახევარში [[ამილახვრები|ზევდგინიძე-ამილავართა]] საკუთრება გახდა ([[გიორგი VII, ბაგრატ V-ის ძე|გიორგი VII-მ]] ერთგულობისათვის უბოძა [[ზევდგინიძე, თაყა|ზევდგინიძე იოთამს (თაყას)]]). ამ დროიდან XIX საუკუნის I ათეულ წლებამდე შიომღვიმე ზევდგინიძე-ამილახვართა საძვალე იყო. [[1614]]-[[1616]], [[შაჰი|შაჰ]]-[[აბას I|აბასის]] შემოსევების დროს შიომღვიმე ააოხრეს. [[1678]] აღადგინა [[ამილახვარი, გივი|გივი იოთამის ძე ამილახვარმა]]. ქართლში ოსმალთა ბატონობის ([[1723]]-[[1735]]) და ხშირი ლეკიანობის გამო [[1726]] შიომღვიმე მთლიანად დაიცალა.
 
[[1733]] მონასტერში განახლდა ცხოვრება. ამ ეტაპზე ფართო სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა [[ ამილახვარი, გივი ანდუყაფარის ძე|გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა]]. [[1735]] შიომღვიმე [[ყიზილბაშები|ყიზილბაშებმა]] დაარბიეს და ბერები ერთიანად ამოხოცეს. XIV საუკუნიდან შიომღვიმის ყველა პრივილეგია გაუქმდა და გადავიდა მონასტრის პატრონის ხელში. ეპარქიალურად სამთავისის საეპისკოპოსოს დაექვემდებარა. სამთავნელ ეპისკოპოსს ზოგჯერ შიომღვიმის წინამძღვრის თანამდებობაც ეკავა. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ([[1801]]) შიომღვიმე ფეოდალური სენიორიიდან შტატის დაწესებილებად იქცა. [[1811]]-[[1822]] ადმინისტრაციულად შეუერთეს [[ქვათახევი|ქვათახევის მონასტერს]], [[1822]]-[[1887]] კი თბილისის ფერისცვალების მონასტერს. [[1887]]-დან მიეცა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული-სასულიერო მმართველობა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს [[ოქროპირისძე, ალექსანდრე|ალექსანდრე ოქროპირისძის]] ინიციატივითა და სახსრებით შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს. მონასტერი მოქმედებდა XX საუკუნის დასაწყისშიც. ამ ხანებში აქ სხვადასხვა შენობა აუგუათ. ამ დროსვე მოხატეს და "შეამკეს", არსებითად კი დაამახინჯეს შიოს ძველი ეკლესია. მონასტრის მახლობლად კლდეში ნაკვეთი მღვიმეებია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი და თავშესაფარი იყო.
 
== ლიტერატურა ==
* [[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]], ტომი 11, გვ. 6, თბილისი, 1987.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat|Shio-Mgvime Monastery|შიომღვიმე}}
* [http://www.parliament.ge/~lika/ancient/shiomgvime/shiomgvime_about.htm ინფორმაცია საქ. პარლამენტის ვებგვერდზე.]
* [http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/shiomgvime/shiomgvime.htm შიომღვიმის მამათა მონასტრის ვებგვერდი.]
 
[[კატეგორია:საქართველოს მონასტრები]]
ხაზი 33:
[[fi:Šiomghvimen luostari]]
[[he:מנזר שיו-מר'ווימה]]
[[hy:Շիո Մգվիմի վանք]]
[[ru:Шио-Мгвимский монастырь]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიომღვიმე“-დან