ვარდების რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: es:Revolución de las Rosas; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Rose Revolution.jpg|thumb|300px|დემონსტრაცია [[თავისუფლების მოედანი (თბილისი)|თავისუფლების მოედანზე]]]]
'''"ვარდების რევოლუცია"''' — [[2003]] წლის ნოემბერში [[საქართველო]]ში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია, რასაც მოჰყვა [[23 ნოემბერი|23 ნოემბერს]] [[საქართველოს პრეზიდენტი|პრეზიდენტ]] [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] გადადგომა და [[საქართველო|საქართველოს]] პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება.
 
== წინაპირობა ==
 
{{მთავარი|საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2003)}}
ხაზი 14:
არჩევნების მნიშვნელობას ზრდიდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] მიხედვით [[2005]] წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა [[ედუარდ შევარდნაძე]]. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი იქმნიდა მნიშვნელოვან პლაცდარმს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. [[2003]] წლისთვის პრეზიდენტობის სურვილი დაფიქსირებული ჰქონდათ [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილს]], [[ზურაბ ჟვანია]]სა და [[შალვა ნათელაშვილი|შალვა ნათელაშვილს]].
 
== არჩევნები ==
 
არჩევნები გაიმართა [[2003]] წლის [[2 ნოემბერი|2 ნოემბერს]]. იმავე ღამით, [[გრიბოედოევის თეატრი]]ს დარბაზში [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ნაციონალურმა მოძრაობამ]] გამარჯვება აღნიშნა. ისინი ეყრდნობოდნენ ეგზიტ პოლების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც პირველ ადგილზე იყო "ნაციონალური მოძრაობა" ხმათა 20,8%-ით, მეორე და მესამე ადგილებზე [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი|"ახალი საქართველოსთვის"]] (12,9%) და [[საქართველოს ლეიბორისტული პარტია]] (12,8%).<ref>"არჩევნები ნაციონალების ზეიმით დასრულდა, წინ დიდი მღელვარებაა" - ახალი ვერსია, 2003 წლის 3-9 ნოემბერი, გვ.3</ref> ამ დროისთვის ცესკოს ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული ჯერ არ იყო. ცესკომ მხოლოდ ღამის სამ საათზე გამოაქვეყნა პირველადი მონაცემები, რომლითაც ლიდერობდნენ სახელისუფლებო ბლოკი და "ნაციონალური მოძრაობა" მაგრამ საერთო სურათი მაინც ბუნდოვანი რჩებოდა.<ref>"სახელისუფლებო ბლოკმა არჩევნების დამთავრებამდე იცოდა, რომ გაიმარჯვებდა". - ,,24 საათი”. 2003 წ. 3 ნოემბერი, გვ. A1-A8</ref>. [[3 ნოემბერი|3 ნოემბერს]] უკვე გამოქვეყნდა ხმათა პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით 7%-იანი ბარიერი 5-მა სუბიექტმა გადალახა:<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5209&search= ნაციონალური მოძრაობა ხმების პარალელური დათვლის შედეგებით ლიდერობს]</ref>
 
* [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]] - 26,26%
* [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი|ახალი საქართველოსთვის]] - 18,92%
* [[საქართველოს ლეიბორისტული პარტია]] - 17,36%
* ბურჯანაძე-დემოკრატები - 10,15%
* [[დემოკრატიული აღორძინების კავშირი]] - 8,13%
* [[ახალი მემარჯვენეები]] - 7,99%
 
ამ დროისთვის ცესკოს ხმათა მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და "ნაციონალური მოძრაობა" (23%) ლიდერობდნენ. იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის [[ეუთო]]ს მონაცემები დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5211&search=ეუთო: არჩევნების დროს საერთაშორისო სტანდარტები დაირღვა]</ref>გამონაკლისი იყო [[დსთ]]-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც წინასწარი შეფასებით, არჩევნებს სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5207&search=დსთ-ის დამკვირვებლებთა განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი იყო]</ref> ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვება აღიარა<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5210&search= ბურჯანაძე: ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებში გაიმარჯვა]</ref>, ამ უკანასკნელმა კი საუბარი დაიწყო შესაძლო სახალხო გამოსვლებზე.<ref>3 ნოემბერი, ორშაბათი – დასაწყისი ახალი ვერსია 2003 წლის 10-16 ნოემბერი გვ3</ref>
 
== რევოლუციის ქრონოლოგია ==
 
=== გამაფრთხილებელი აქციები (4-7 ნოემბერი) ===
 
[[სურათიფაილი:2OP 42.JPG|thumb|300px|სააკაშვილი მომიტინგეებს შორის. 5 ნოემბერი, 2003წ.]]
პირველი დემონსტრაცია უკვე [[4 ნოემბერი|4 ნოემბერს]] ჩატარდა. "ნაციონალების" სატელევიზიო მოწოდებას მხოლოდ "დემოკრატები" გამოეხმაურნენ. "დემოკრატების" მხარდამჭერები შეიკრიბნენ [[ფილარმონია]]სთან და მოგვიანებით შეუერთდნენ "ნაციონალების" მხარდამჭერებს, რომლებიც მერიის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. მიტინგზე [[კონსტანტინე კემულარია]]მ მოითხოვა აჭარის საარჩევნო ოლქებში შედეგების გაუქმება. მოგვიანებით ეს მოთხოვნა ოპოზიციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად იქცა.
 
ხაზი 44:
ამავდროულად [[ნინო ბურჯანაძე]]მ გაახმოვანა ბლოკის გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებზე.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5257&search= ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს]</ref> სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა მომხდარმა ინციდენტმა. [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|"ნაციონალური მოძრაობის"]] წარმომადგენლებს, რომელებიც [[ზუგდიდი|ზუგდიდში]] ატარებდნენ მიტინგს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5259&search= ზუგდიდში ნაციონალურ მოძრაობას ცეცხლი გაუხსნეს]</ref> სააკაშვილმა პროვოკაციის მოწყობაში პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულა. [[ედუარდ შევარდნაძე]]მ კი ოპოზიციას კვლავ დიალოგისკენ მოუწოდა.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5263&search= შევარდნაძე ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს]</ref>
 
=== მოლაპარაკებები (8-12 ნოემბერი) ===
 
[[8 ნოემბერი|8 ნოემბერს]] მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა [[თავისუფლების მოედანი (თბილისი)|თავისუფლების მოედანზე]] თბილისში, სადაც 20 ათასამდე მომიტინგემ მოიყარა თავი. აქციაზე გაჩნდა პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნები.<ref>"8 ნოემბერი, შაბათი – გაპარული პრეზიდენტი" - ახალი ვერსია. 2003 წლის 10-16 ნოემბერი გვ. 6.</ref> მოგვიანებით მომიტინგეებმა სახელმწიფო კანცელარიისა და [[საქართველოს პარლამენტი]]ს შენობებთან გადაინაცვლეს. აქცია ღამითაც გაგრძელდა. ამ დროისთვის პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა თბილისში შესასვლელი გზები.
 
[[სურათიფაილი:2OP 46.JPG|thumb|left|300px|მიტინგი პარლამენტის შენობის წინ. 8 ნოემბერი, 2003 წ.]]
 
[[9 ნოემბერი|9 ნოემბერს]] დილით, მოულოდნელად [[ედუარდ შევარდნაძე]] მივიდა აქციაზე ხალხთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, თუმცა უშედეგოდ.<ref> [http://civil.ge/geo/article.php?id=5273&search= შევარდნაძე აქციის მონაწილეებთან მივიდა]</ref> იმავე საღამოს კრწანისის რეზიდენციაში გაიმართა მოლაპარაკებები შევარდნაძესა და საპროტესტო აქციების ლიდერებს ([[ზურაბ ჟვანია]], [[მიხეილ სააკაშვილი]], [[ნინო ბურჯანაძე]]) შორის. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ის პირველმა სააკაშვილმა დატოვა და ხალხს უფრო ფართომასშტაბიანი აქციებისკენ მოუწოდა.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5282&search= დაძაბული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა]</ref>
ხაზი 60:
სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა და [[გიორგი ყარყარაშვილი|გია ყარყარაშვილმა]] გამოხატეს კომპრომისისადმი მზადყოფნა, რაც [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ნაციონალური მოძრაობის]] გამარჯვების აღიარებით უნდა გამოხატულიყო. [[12 ნოემბერი|12 ნოემბერს]] დაგეგმილი იყო პრეზიდენტის, ოპოზიციის ლიდერებისა და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში, რომელიც ჩაიშალა, რადგანაც ოპოზიციის ლიდერები შეხვედრაზე არ მივიდნენ.<ref>"13 ნოემბერი – ხუთშაბათი" - ახალი ვერსია. 2003 წლის 17-23 ნოემბერი. გვ. 6.</ref>
 
=== "სამოქალაქო დაუმორჩილებლობა" (13-19 ნოემბერი) ===
 
[[სურათიფაილი:7OP 06.JPG|thumb|300px|მომიტინგეები დასცინიან შევარდნაძის გამოსახულებას]]
[[13 ნოემბერი|13 ნოემბერს]] გამართულ აქციაზე [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილმა]] განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლას. აქციების ერთადერთ და უპირობო მოთხოვნად იქცა [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს გადადგომა.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5318&search= სააკაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს აცხადებს და მის გადადგომას მოითხოვს]</ref> ამ მიზნით ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
 
ხაზი 71:
[[ედუარდ შევარდნაძე]]მ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5358&search= ედუარდ შევარდნაძე მზად არის ოპოზიციურ ლიდერებთან დიალოგისთვის]</ref> ამის შემდეგ კი [[17 ნოემბერი|17 ნოემბრიდან]] დაიწყო ხელისუფლების მომხრეთა აქციები [[საქართველოს პარლამენტი]]ს წინ. აქციაში მონაწილეობდნენ [[დემოკრატიული აღორძინების კავშირი]]ს, [[ზვიად გამსახურდია]]ს ქვრივის, მანანა არჩვაძისა და [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი]]ს მომხრეები. ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" სამოქალაქო კონფრონტაციის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5360&search= პარლამენტის წინ ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა]</ref>
 
=== სახელმწიფო დაწესებულებების აღება (20-24 ნოემბერი) ===
 
[[20 ნოემბერი|20 ნოემბერს]] ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა:<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5392&search= ცსკო-მ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა]</ref>
 
# [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი|ახალი საქართველოსთვის]] – 21.32%
# [[დემოკრატიული აღორძინების კავშირი]] – 18.84%
# [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]] – 18.8%
# [[საქართველოს ლეიბორისტული პარტია]] – 12.04%
# ბურჯანაძე-დემოკრატები – 8.79%
# [[ახალი მემარჯვენეები]] – 7.35%
 
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED, ხოლო [[აშშ]]-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს შედეგები არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებას.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5399&search= აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: არჩევნების შედეგები არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებას]</ref> მუხედავად ამისა, [[ედუარდ შევარდნაძე]]მ 22 ნოემბერს დანიშნა პარლამენტის პირველი სხდომა.
 
[[სურათიფაილი:Gamarjveba13.JPG|thumb|300px|22 ნოემბრის მანიფესტაცია]]
[[21 ნოემბერი|21 ნოემბერს]] საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან [[თბილისი]]სკენ დაძრეს. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა [[წალენჯიხა|წალენჯიხის]] ავტობუსი, რომელშიც [[მიხეილ სააკაშვილი]] იმყოფებოდა. მოგვიანებით [[ეროსი კიწმარიშვილი|ეროსი კიწმარიშვილმა]], [[რუსთავი 2]]-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ხელოვნურად შექმნეს ავტომაგისტრალზე საცობი გრძელი ავტოკოლონის ვიზუალური ეფექტის მისაღწევად.<ref>ინტერვიუ ეროსი კიწმარიშვილთან; ჟურნალი "ცხელი შოკოლადი", ნოემბერი, 2009 წ.</ref>
 
ხაზი 97:
[[24 ნოემბერი|24 ნოემბერს]] მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, [[ნინო ბურჯანაძე]]მგააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული [[საგანგებო მდგომარეობა]].<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5477&search= საქართველოში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა]</ref>
 
== შედეგები ==
 
ვარდების რევოლუციამ [[საქართველო]]ში შეცვალა [[ედუარდ შევარდნაძე|შევარდნაძისა]] და მისი გუნდის 11 წლიანი მმართველობა. მან არნახულად დიდი პოპულარობა მოუტანა [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილს]] და აქცია ის [[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2004)|ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების]] ფაქტობრივად უალტერნატივო ლიდერად.
ხაზი 107:
ვარდების რევოლუციამ გავლენა მოახდინა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებზე. მას მოჰყვა [[ნარინჯისფერი რევოლუცია]] [[2004]] წელს [[უკრაინა]]ში და [[ტიტების რევოლუცია]] [[2005]] წელს [[ყირგიზეთი|ყირგიზეთში]].
 
== მონაწილეები ==
 
ვარდების რევოლუციაში პოლიტიკოსებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მათ შორის [[საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია]], "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). განსაკუთრებით აღსანიშნავია [[თავისუფლების ინსტიტუტი]] და მისი შვილობილი სტუდენტური მოძრაობა "[[კმარა]]", რომელიც აქტიურ ანტიშევარდნაძისტულ კამპანიას ეწეოდა. რევოლუციაში თავისი წვლილი შეიტანა [[ჯორჯ სოროსი]]ს დაარსებული "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ დაფინანსებულმა სამოქალაქო და საინფორმაციო კამპანიამ. ღია ეთერში მუდმივი გაშუქებით დიდი წვლილი შეიტანა მომხდარში ტელეკომპანიამ [[რუსთავი 2]]. რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანია საკუთარ თავს "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად" მოიხსენიებდა.
ხაზი 113:
ვარდების რევოლუციის შემდეგ აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობები დაიკავეს არასამთავრობო ორგანიზაციათა იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ რევოლუციაში: [[გიგა ბოკერია]], გივი თარგამაძე, [[გიგი უგულავა]], გია ნოდია, რატი ამაღლობელი, ეროსი კიწმარიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია გრძელი}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
[http://www.nplg.gov.ge/civil/arCevnebi/arCevnebi.htm საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის არქივი ვარდების რევოლუციის შესახებ]
{{პოსტსაბჭოთა ქვეყნები}}
 
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკა]]
[[კატეგორია:საქართველოს უახლესი ისტორია]]
Line 129 ⟶ 130:
[[de:Rosenrevolution]]
[[en:Rose Revolution]]
[[es:Revolución de las rosasRosas]]
[[et:Rooside revolutsioon]]
[[fa:انقلاب گل رز]]