სათხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სათხე''' – ისტორიული ქართული სოფლი სათხე მდებარეობს [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტში]], [[ნინოწმინდა|ნინოწმინდიდან]] ჩრდილო–აღმოსავლეთით 12 კმ–ზე, მდინარეების [[ბუღდაშენი]]სა და [[ფარავანი|ფარავნის]] შესაყართან (ყოფილი სოფსაბჭოს ცენტრი, რომლის შენადგენლობაშიც შედიოდა სოფლები სათხე, [[დიდი არაქალი]], [[პატარა არაქალი]], [[ოროჯოლარი]]). ზღვის დონიდან მდებარეობს 1840მ-ზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2222 კაცი.<ref>http://pop-stat.mashke.org/georgia-census.htm</ref>
 
 
სოფელში შემორჩენილია ძველი ისტორიული ძეგლები – [[ციკლოპური ციხე|ციკლოპური ციხის]] ნაშთები, რომელსაც [[მტკვარ–არაქსის კულტურა|მტკვარ–არაქსის ეპოქით]] (ძვ. წ. III ათასწლეული) აარიღებენ მკვლევარები. სოფლის მახლობლად აღმართულია X საუკუნის დასასრულის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამების დიდი დარბაზული ეკლესია. აგებულია სუფთად გათლილი მოყავისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები აქვს. შეინიშნება სხვადასხვა დროის რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესია ჩრდ. ეგვტერისა და მთავარი ეკლესიის კედლებში ჩართული უფრო ადრინდელი პატარა ეკლესიის ნაწილები. სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხევლის ორივე მხარეს კედლის სისქეშია მოქცეული. გარედან სარკმელები და კარნიზი შემკულია მაღალოსტატური ჩუქურთმებით. ინტერიერი თავიდან მოსახატად არ იყო გათვალისწინებული, რაზედაც მეტყველებს სუფთად გათლილი ქვის წყობა, არქიტექტურული ელემენტების მოხაზულობა და მოჩუქურთმებული იმპოსტები. კედლის მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები მოგვიანო ხანისაა.
სათხის ქართულმა სიძველებმა, თავიანთი მეცნიერული მნიშვნელობის გმო, ჯერ კიდევ 19–ე საუკუნეში მიიქციეს მკვლევართა ყურადღება. ამ სიძველეებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ძველი ქართული წარწერები, რომლებიც მრავლად მოიპოვებოდა და ახლაც ბევრი იკითხება ეკლესიის კედლებზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სათხე“-დან