კინოხელოვნება: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[სურათი:Fratelli Lumiere.jpg|thumb|250px|ძმები ლუმიერები]]
'''კინოხელოვნება''' (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ~") არის [[ვიზუალური ხელოვნება|ვიზუალური ხელოვნების]] დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
 
 
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება [[ლიტერატურა|ლიტერატურის]], [[თეატრი|თეატრის]] და სახვითი ხელოვნებისა და [[მუსიკა|მუსიკის]] სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
 
 
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას [[კინემატოგრაფია]] ეწოდება.
11 867

რედაქტირება