ანტუან ლავუაზიე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: simple:Antoine Lavoisier
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
[[Imageფაილი:David - Portrait of Monsieur Lavoisier and His Wife.jpg|300px|right|thumb|ლავუაზიე და მისი ცოლი, [[1788]]]]
'''ანტუან ლორან ლავუაზიე''', (Lavoisier) (დ. [[26 აგვისტო]],[[1743]], [[პარიზი]] - გ. [[8 მაისი]], [[1794]], იქვე), [[ფრანგები | ფრანგი]] [[ქიმია|ქიმიკოსი]], პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ([[1772]], ადიუნქტი [[1768]]-დან).
 
== ბიოგრაფია ==
დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ამავე დროს სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგებს, განსაკუთრებით ფიზიკასა და ქიმიას. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში ([[1789]]-1794) კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო. [[1794]] ლავუაზიეს თავი მოკვეთეს. ლავუაზიეს შრომებმა ქიმია აქცია ზუსტ გაზომვებზე დაფუძნებულ მეცნიერებად. მასის შენახვის კანონზე დაყრდნობით ლავუაზიემ უარყო ფლოგისტონის მცდარი ჰიპოთეზა. მან მთელი რიგი ცდების საფუძველზე დაასაბუთა, რომ წვა და გამოწვა ნივთიერების ჟანგბადთან შეერთების პროცესია. ლავუაზიემ ფრანგი სამხედრო ინჟინერ ჟ. მენიესთან ერთად დაადგინა, რომ წყალი ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთია ([[1783]]). მათვე მიიღეს წყალი წყალბადისა და ჟანგბადისაგან ([[1785]]). ფრანგ ქიმიკოსებთან ( [[ბერთოლე, კლოდ ლუი| კ. ბერთოლე]], ლ. გიტონ დე მორვო, ა. ფურკრუა) ერთად [[1786]]-[[1787]] დაამუშავა რაციონალური ქიმიური ნომენკლატურის პროექტი, რომლის ძირითადი პრინციპები დღემდეა შემონახული. ლავუაზიემ სხვა ფრანგ მეცნიერებთან ერთად დააარსა ქიმიური ჟურნალი „Annales de chimie″ ([[1789]]), გამოაქვეყნა „ქიმიის საწყისი კურსი″, რომელშიც ქიმია განსაზღვრა, როგორც მეცნიერებათა შედგენილობისა და ანალიზის შესახებ. ლავუაზიემ თავისი შრომებით მყარი საფუძველი მოუმზადა ქიმიაში ატომიზმის შემოტანას. XIX საუკუნის დამდეგს მისმა შეხედულებებმა საყოველთაო აღიარება პოვა. ლავუაზიე თერმოქიმ. ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. [[1783]] ლავუაზიემ და ლაპლასმა პირველად განსაზღვრეს მთელი რიგი ნაერთების დაშლის სითბო მისი წარმოქმნის სითბოს ტოლია. [[1777]] ლავუაზიემ დაამტკიცა, რომ სუნთქვის დროს შთაინთქმება [[ჟანგბადი]] და გამოიყოფა [[ნახშირორჟანგი]].
 
{{ბიო}}
{{DEFAULTSORT:ლავუაზიე, ანტუან}}
{{Link FA|he}}
 
[[კატეგორია:ფრანგები]]
Line 14 ⟶ 13:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1794]]
 
{{Link FA|he}}
{{Link FA|ko}}