მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

Robot: Cosmetic changes
[[სურათიფაილი:Massena l.jpg|thumb|150px|ანდრე მასენა]]
'''ანდრე მასენა''' ([[ფრანგული ენა|ფრანგ.]]: André Masséna) (* [[6 მაისი]], [[1756]], [[ნიცა]], † [[4 აპრილი]], [[1817]]) – [[საფრანგეთი|ფრანგი]] სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, [[საფრანგეთის მარშალი]], [[რივოლი|რივოლის]] ჰერცოგი და [[ესლინგი|ესლინგის]] თავადი.
 
 
== ბიოგრაფია ==
მასენა ღარიბ ოჯახში დაიბადა და ადრეულ ასაკში დაობლდა. ბავშვობაში იგი გებზე [[იუნგა]] იყო. [[1775]] წელს სამხედრო სამსახურში შევიდა. [[1793]] წელს იგი საფრანგეთის რევოლუციური არმიის [[გენერალი]] გახდა. მან თავი გამოიჩინა [[ბონაპარტი, ნაპოლეონ|ნაპოლეონის]] [[ნაპოლეონის იტალიური ლაშქრობა|იტალიური ლაშქრობის]] დროს რივოლისთან ბრძოლაში [[1797]] წელს, რისთვისაც მოგვიანებით ნაპოლეონმა მას ჰერცოგის ტიტული უბოძა და არმიამ „დიდების ნებიერა“ ([[ფრანგ.]]: „L’enfant chéri de la gloire“) შეარქვა. [[1799]] წელს [[დირექტორიატი (საფრანგეთის რევოლუცია)|დირექტორიატმა]] იგი „შვეიცარიის არმიის“ მთავარსარდლად დანიშნა, რომელსაც მოკავშირეტა არმიების საფრანგეთზე შეტევა უნდა შეეჩერებინა. მასენამ ლეგენდად ქცეულ გამარჯვებას მიაღწია [[ციურიხი|ციურიხთან]] ბრძოლაში.
 
[[1806]] წელს მასენას დაევალა [[ნეაპოლიის სამეფო|ნეაპოლის სამეფოს]] დაპყრობა, რომლის მეფეც მოგვიანებით ნაპოლეონის ძმა [[ბონაპარტი, ჟოზეფ|ჟოზეფი]] გახდა. [[1807]] წელს მან წარმატებულად ილაშქრა [[პოლონეთი|პოლონეთში]]. ბრძოლებს შორის ერთ-ერთი პაუზის დროს მარშალ [[ბერთიე, ლუი-ალექსანდრ|ბერთიესთან]] ერთად ნადირობის დროს დროს მას თოფში დენთი აუფეთქდა და ცალის თვალი დაკარგა.
 
[[1809]] წელს მასენამ თავი გამოიჩინა [[ასპერნის ბრძოლა|ასპერნ/ესლინგის ბრძოლაში]], რისთვისაც ნაპოლეონისაგან „ესლინგის თავადის“ ტიტული მიიღო. იმავე [[1809]] წელს [[ვაგრამთან ბრძოლა|ვაგრამთან ბრძოლაში]] მან ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, დაჭრილი და სამხედრო ორთვალაზე დაწოლილი ხელმძღვანელობდა თავის არმიას და მიუხედავ ჭრილობისა ცხენზე ამხედრებულმა პირარად უხელმძღვანელა კავალერიის გადამწყვეტ შეტევას. [[1810]] წელს იგი „ესპანეთის არმიის“ მხედართმთავრად დაინიშნა და წარმატებით ებრძოდა ინგლისელებს, რომლებიც აიძულა დაეხიათ [[პორტუგალია|პორტუგალიის]] საზღვრამდე. მარშალ [[ნეი, მიშელ|ნეისთან]] უთანხმოების გამო, რომელსაც არ სურდა დამორჩილებოდა მის ბრძანებებს მასენამ თავისი არმია უკან დახია, რის გამოც ნაპოლეონთან ურთიერთობა გაუფუჭდა. [[1812]]-[[1813]] წლების ბრძოლებში მას დიდი სამხედრო სენაერთებისათვის აღარ უხელმძღვანელებია. ნაპოლეონის 100 დღიანი მმართველობის დროს იგი თავშეკავებულად იქცეოდა და პოლიტიკურ არენაზე არ გამოსულა.
 
ნაპოლეონის ტახტიდან ხელმეორედ გადადგომის შემდეგ მასენა პარიზის ნაციონალურ გვარდიას მეთაურობდა, თუმცა სულ მალე სრულიად ჩამოშორდა პოლიტიკურ სცენას. მიუხედავად პორტუგალიის ლაშქრობის დროს წარმოშობილი მტრობისა, მან უარი განაცხადა მარშალ ნეის წინააღმდეგ გამართული სამხედრო ტრიბუნალის წევრობაზე.
{{ნაპოლეონის მარშლები}}
{{DEFAULTSORT:მასენა, ანდრე}}
 
[[კატეგორია:ფრანგები]]
[[კატეგორია:საფრანგეთის მარშლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1756]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1817]]