მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

Robot: Cosmetic changes
[[ფაილი:Amerigo Vespucci01.jpg|thumb|ვესპუჩის ქანდაკება ფლორენციაში.]]
'''ამერიგო ვესპუჩი''' (Amerigo Vespucci; დ. [[19 მარტი]], [[1454]] — გ. [[22 თებერვალი]], [[1512]]) — იტალიელი ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფი. მას ეჭირა მთავარი როლი ორ რეისში, რომელიც იკვლევდა [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] აღმოსავლეთ სანაპიროს 1499-1502 წლებში. მეორე რეისის დროს აღმოაჩინა, რომ სამხრეთი ამერიკა უფრო ფართოვდებოდა სამხრეთისკენ, ვიდრე ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა იგი, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი.
 
ვესპუჩის მოგზაურობები ცნობილი გახდა [[ევროპა|ევროპისათვის]], როდესაც მისი ანგარიშები გამოქვეყნდა 1502-1504 წლებში. 1507 წელს [[მარტინ ვოლდსიმიულერი|მარტინ ვოლდსიმიულერმა]] გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც ახალ კონტინენტს მან „ამერიკა“ უწოდა, ვესპუჩის პირველი სახელი. დანართ წიგნში ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა ვესპუჩის ერთ-ერთი ანგარიში, რომელმაც გამოიწვია კრიტიკა ვესპუჩის მიმართ, როგორც [[ქრისტეფორე კოლუმბი]]ს დიდების მიმთვისებელი. შემდგომ აღმოჩენებში, მეთვრამეტე ასწლეულში ვესპუჩის სხვა წერილების ნახვისას გაირკვა, რომ ადრე გამოქვეყნებული ბალანსი იყო გაკეთებული არა ვესპუჩის, არამედ სხვების მიერ.