ამაზასპ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: Cosmetic changes
ხაზი 32:
}}
 
'''ამაზასპი''' - იბერიის მეფე დაახლ. [[230]]-[[265]] წლებში. [[ფარსმან IV]]-ის ძე. მისი მეფობის დასაწყისში გაძლიერებულმა [[ლაზიკა|ლაზიკის]] სამეფომ (დას. საქართველო) იბერიას წაართვა [[კლარჯეთი]] და [[ოძრხე]]. [[243]] წელს ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ [[ალანები|ალან-ოსები]], ამაზასპმა და სომხეთის მეფე [[ხოსროვ II (სომხეთი)|ხოსროვვ II]]-მ ერთიანი ძალებით მუხრანთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და გადარეკეს კავკასიონს იქით. ამ პერიოდში სულ უფრო და უფრო ძლიერდება სასანიდური [[სპარსეთი]] - [[253]] წელს შაჰმა [[შაბურ I]]-მა დაიპყრო [[სომხეთი]] და იქ თავისი ძე გაამეფა. სულ მალე კი ამაზასპი იძულებული ხდება აღიაროს შაჰის უზენაესობა და რომთან კავშირზე ხელი აიღოს. ამავე პერიოდში მან თავისი და მიათხოვა სომხეთის მეფეს, ირანის ტახტის მემკვიდრეს [[ჰორმიზდ I|ჰორმიზდ-არდაშირს]]. ასეთი სიტუაცია დიდ ხანს არ გაგრძელებული [[265]] წელს ამაზასპი გადაუდგა ირანელებს. მათ ეგრისის ერისთავების და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი (რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) და იბერიის ტახტზე დასვეს სასანიდი [[ჰორმიზდაკი]] (თვით ამაზსაპის დისწული, ძე ჰორმიზდ-არდაშირისა და შვილიშვილი შაჰ შაბურ I-სა). ეს ჰორმიზდაკი ქართველებისთვის ცნობილია [[რევ მართალი|რევ მართალის]] სახელით.
 
{{დაიწყე ყუთი}}
ხაზი 39:
 
{{იბერიის მეფეები}}
 
[[კატეგორია:იბერიის მეფეები]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამაზასპ_II“-დან