ამაზასპ ბაბაჯანიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: et, hy, ru, uk
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ამაზასპ ხაჩატურის ძე ბაბაჯანიანი''' (დ. [[18 თებერვალი]], [[1906]], სოფ. [[ჩარდახლი]], [[აზერბაიჯანი]]), ჯავშანსატანკო ჯარების მთავარი მარშალი (1975). [[საბჭოთა კავშირის გმირი]] (26 მაისი, 1944). სკკპ წევრი 1928 წლიდან. ეროვნებით [[სომხები|სომეხი]].
 
== ბიოგრაფია ==
1925 წელს მოხალისედ წავიდა [[წითელი არმია|წითელ არმიაში]]. 1929 წელს დაამთავრა სამხედრო-ქვეითთა სკოლა. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940). [[დიდი სამამულო ომი]]ს დასაწყისში მეთაურობდა მსროლელთა პოლკს (1941 წლის ივნისიდან 1942 წლის აპრილამდე). 1942 წლის სექტემბრიდან მეთაურობდა მე-3 მექანიზებულ ბრიგადას (1943 წლის ოქტომბრიდან მე-20 გვარდიული). მდინარე დნეპრის გადალახვისას ბრიგადის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1944 წლის აგვისტოდან 1945 წლის მაისამდე მეთაურობდა გვარდიულ სატანკო კორპუსს. დაამთავრა სამხედრო აკადემია (1948). 1959 წლიდან ოდესის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალია, 1967-1969 წლებში — საბჭოთა კავშირის მარშლის რ. მალინოვსკის სახელობის ჯავშანსატანკო ჯარების სამხედრო აკადემიის უფროსი, 1969 წლის მაისიდან — სატანკო ჯარების უფროსი. სსრკ VI-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 3 [[ლენინის ორდენი]]თ, აგრეთვე 10 სხვა ორდენითა და მედლებით.
 
== ლიტერატურა ==
* [[ქსე]], ტ. 2, გვ. 117, თბ., 1977
 
{{DEFAULTSORT:ბაბაჯანიანი, ამაზასპ}}
 
[[კატეგორია:სომხები]]
[[კატეგორია:სომეხი სამხედრო მოღვაწეები]]