ალექსანდრე ჭავჭავაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:180px-Chavchavadze 31-155 s.jpg|thumb|ალექსანდრე ჭავჭავაძე]]
'''ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე''' (* [[1786]]; † [[1846]]; [[პეტერბურგი]]) - [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, [[რუსეთი|რუსეთის]] არმიის [[გენერალ-ლეიტენანტი]].
 
 
== ბიოგრაფია ==
ალექსანდრე დაიბადა [[1786]] წ. [[პეტერბურგი|პეტერბურგში]]. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც [[1799]] წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. [[1799]] წ. [[10 აგვისტო|10 აგვისტოს]] გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ [[თბილისი|თბილისს]] [[გიორგი XII]]–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.
 
[[1804]] წ. [[17 იანვარი|17 იანვარს]] გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის [[3 სექტემბერი|3 სექტემბერს]]. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.
 
[[1804]] წ. [[14 სექტემბერი|14 სექტემბერს]] თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.
ხაზი 15:
[[1808]] წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის [[19 დეკემბერი|19 დეკემბერს]] მიიღო პოდპორუჩიკობა.
 
პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. [[1811]] წ. იგი პორუჩიკი გახდა. [[1811]] წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტია, რომლის ბრძანებით [[1812]] წ. თებერვალში მას გზავნიან [[კახეთი|კახეთში]] – [[სიღნაღი|სიღნაღისა]] და [[თელავი| თელავის]] მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ ექსპედიციაში.
 
[[1813]] წ. [[21 სექტემბერი|21 სექტემბრიდან]] [[1814]] წ. [[6 ივლისი|6 ივლისამდე]] ალ. ჭავჭავაძე მონაწილეობს სამამულო ომში. იგი ახლდა მთავარსარდალ [[ტოლი, ბარკლაი დე|ბარკლაი დე ტოლის]]. ბრძოლებში წარჩინებისათვის, რუსეთის არმიის [[პარიზი|პარიზში]] შესვლამდე, ალ. ჭავჭავაძე ბევრ მაღალ ჯილდოს იმსახურებს: წმ. ანას ორდენს II ხარისხის ნიშნით, ოქროს ხმალს წარწერით ¨გულადობისათვის¨ და სხვ. მისი უმაღლესი ჯილდო იყო საფრანგეთის [[საპატიო ლეგიონის ორდენი]]. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. [[1814]] წ. ორ თვეზე მეტ ხანს იგი [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა.
 
სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.
 
[[1827]]-[[1828]] წლებში ალ. ჭავჭავაძემ თავი გამოიჩინა რუსეთ-სპარსეთის ომში. [[1827]] წ. ოქტომბერში მან [[თავრიზი]] აიღო. [[1828]] წ. თებერვალში ალ. ჭავჭავაძეს ნიშნავენ [[სომხეთი|სომხეთის]] ოლქის უფროსად.
ხაზი 25:
[[1828]] წ. [[28 აგვისტო|28 აგვისტოს]] მან ბრძოლით აიღო ციხე-სიმაგრე [[ბაიაზეთი]], [[8 სექტემბერი|8 სექტემბერს]] - სიმაგრე დადიანი და 10-ში – ციხე სიმაგრე [[თოფრაყალა]].
 
[[1829]] წელს ალ. ჭავჭავაძეს კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსის პოსტი უჭირავს; [[1830]] წ. ხევსურთა საჩივრების კომისიას თავმჯდომარეობს.
 
[[1832 წლის შეთქმულება|1832 წლის შეთქმულების]] გამოაშკარავების შემდეგ მას 4 წლით [[ტამბოვი|ტამბოვში]] გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს ”წარსულში დამსახურებისთვის”.
 
[[1838]]-[[1841]] წლებში, როგორც საკარანტინო ზონის უფროსმა, ალ. ჭავჭავაძემ დიდი მუშაობა გასწია ამიერკავკასიის სხვადასხვა ადგილას გამძვინვარებული შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
[[1838]] წლის [[4 აპრილი|4 აპრილს]] იგი ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. [[1842]] წ. [[23 დეკემბერი|23 დეკემბრიდან]] [[1843]] წ. [[13 მარტი|13 მარტამდე]] ალ. ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს; [[1842]]–[[1844]] წლებშია ამავე სამმართველოსთან შექმნილ აღალართა უფლებების მომწესრიგებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს. ალ. ჭავჭავაძე ადგენს პროგრესულ პროექტს, რომლის მიხედვითაც აღალარებს ეკრძალებოდათ დასახლებული ადგილების ყიდვა, მოეთხოვებოდათ სახელმწიფო და სამხედრო სამსახური, სახელმწიფოს ევალებოდა ზრუნვა მათს სწავლა-განათლებაზე და სხვ.
 
[[1846]] წ. [[18 ნოემბერი|18 ნოემბერს]] (ძვ. სტ.). დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა; მოულოდნელად ცხენები დაფრთხა, პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა, ამასობაში პალტოს კალთა ეტლის თვალში მოჰყვა, იგი გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, მეორე დღეს; დილის ცხრა საათზე, ალ. ჭავჭავაძე გარდაიცვალა.
ხაზი 40:
== შემოქმედება ==
 
ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული [[რომანტიზმი|რომანტიზმის]] ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. დიდი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო ლირიკასაც.
 
ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც.
 
მასვე ეკუთვნის ნაშრომი ''საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801 წლიდან 1831 წლამდე''.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat|Alexander Chavchavadze}}
* [http://testireba.ge/authors/author.aspx?AuthorId=8 ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება]
* [http://www.nplg.gov.ge/chavchavadze/ ჭავჭავაძეების ოჯახი], [[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა]]
* [http://burusi.wordpress.com/literature/alexander-chavchavadze/ ალექსანდრე ჭავჭავაძე]
 
{{ბიო}}
{{DEFAULTSORT:ჭავჭავაძე, ალექსანდრე}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:ქართველი სამხედრო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1786]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1846]]
 
[[en:Alexander Chavchavadze]]