ალექსანდრე ყიფშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე''' [ფსევდონიმი ფრონელი (დ. [[13 იანვარი]], [[1862]], სოფ. წვერი, ქარელის რაიონი ― გ. [[29 ივნისი]], [[1916]], [[თბილისი]])], [[ქართველები | ქართველი]] ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.
 
== ბიოგრაფია ==
[[1888]] დაამთავრა [[ხარკოვი | ხარკოვის]] [[უნივერსიტეტი | უნივერსიტეტის]] ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.
 
ყიფშიძე მუშაობდა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო საქმეთა სამმართველოში, საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოში, [[ახალციხე | ახალციხის]] მომრიგებელ მოსამართლედ და სხვ. 1905-1907 რევოლუციის დროს ქართული საზოგადოების მხარდაჭერით დაინიშნა [[ქუთაისი | ქუთაისის]] ვიცე-გუბერნატორად, მაგრამ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მალე მოხსნეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. [[1906]] წელს იყო თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოსთან არსებული საადგილმამულო კომისიის მმართველი. დიდ მუშაობას ეწეოდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისათვის. იყო გაზეთ "საქართველოს" ერთ-ერთი დამაარსებელი, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება | ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] გამგეობის წევრი.
 
ყიფშიძე იკვლევდა XIX საუკუნის [[საქართველო | საქართველოს]] ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია ნაშრომები: "მთიულეთი 1804 წ." (ტფილისი, 1896), "ამბოხება კახეთისა (1812)" (ტფილისი, 1907), "დიდებული მესხეთი" (გორი, 1914), "მთის არწივი, შამილი" (ტფილისი, 1914) და სხვ.
 
ყიფშიძე ერთი პირველთაგანი იკვლევდა ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ქართველი ხალხის ანტიკოლონიალურ და ანტიფეოდალური ბრძოლის ისტორიას. ყიფშიძის ნაშრომებისათვის დამახასიათებელია ცალკეული ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების საერთო ისტორიის ფონზე განხილვა. ყიფშიძე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.
ხაზი 13:
 
 
== ლიტერატურა ==
* ''გოზალიშვილი შ.,'' ყიფშიძე (ფრონელი) ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916), კრ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლებიმ კრ. 3, თბ., 1968;
* ''სახოკია თ.,'' ჩემი საუკუნის ადამიანები, თბ., 1984;
* ''სიდამონიძე უ.,'' ქსე, ტ. 10, გვ. 656, თბ., 1986
 
{{DEFAULTSORT:ყიფშიძე, ალექსანდრე}}
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1862]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1916]]