ალექსანდრე ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ალექსანდრე ორბელიანი''' — [[ქართველი]] პოეტი, პროზაიკოსი, [[დრამატურგი]], პუბლიცისტი, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი და [[ერეკლე II|ერეკლე მეფის]] შთამომავალი დაიბადა [[1802]] წელს. ალექსანდრე სწავლობდა კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში ეწეოდა თვითგანვითარებას. [[1828]] წელს აირჩიეს [[თბილისი]]ს მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად.ალექსანდრე მონაწილეობდა [[სპარსეთი]]სა და [[ოსმალეთი]]ს წინააღმდეგ ბრძოლებში. [[1829]] წელს მსახურობდა მრჩეველის თანამდედობაზე გუბერნიის სამმართველოში. იგი იყო [[1832]] წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე [[ 1840]] წელს ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართული [[თეატრი]]ს აღორძინების, ჟურნალ-გაზეთების დაარსების, სკოლების გახსნაში.
 
ალექსანდრე ორბელიანი ავტორია ლექსების, მოთხრობების, დრამების, მემუარების და პუბლიცისტური წერილების. მისი პირველი ლექსი „მთოვარე“ გამოქვეყნდა [[1832]] წელს „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანში“. ალექსანდრე იყო ერთ-ერთი პირველი ურითმო ლექსის ავტორი ახალ ქართულ [[პოეზია]]ში. მისი საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატურად თითქმის ერთ საკითხს ეხება. ესაა ქართველთა „დაცემული ვინაობის“ გარკვევა. მწერლის მზერა [[საქართველო]]ს წარსულს იყო მიპყრობილი, წარსულის [[იდეალიზაცია]], მისი სიდიადის წარმოჩენა იყო ალექსანდრეს მთავარი მიზანი.
 
ყურადღებას იმსახურებს ალექსანდრე ორბელიანის „მემუარები“, რომელშიც გადმოცემულია მწერლის თანადროული საქართველოს ვითარება, მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი სურათები და ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი „ივერიანელების გალობა, [[სიმღერა]] და ღიღინი“. 60-იანი წლების დასაწყისში მან მხარი დაუჭირა ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრებას და მოითხოვა ძველი [[ქართული]] სალიტერატურო ენის აღდგენა, რათა იგი დასდებოდა საფუძვლად თანადროული მწერლობის განვითარებას. ალექსანდრე ორბელიანი გარდაიცვალა [[1869]] წელს.
ხაზი 8:
== რესურსები ინტერნეტში ==
[http://www.lib.ge/each_author.php?600 ალექსანდრე ორბელიანის შემოქმედება]
* [http://burusi.wordpress.com/literature/alexander-orbeliani/ ალექსანდრე ორბელიანი]
 
 
{{DEFAULTSORT:ორბელიანი, ალექსანდრე}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]