ალგეთის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ბმულები
Robot: Cosmetic changes
ხაზი 7:
იმის გამო, რომ ალგეთის ხეობის ზემო- და ქვემოწელი რელიეფითა და ჰავით საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან, აქ მეურნეობის მრავალი დარგი იყო განვიტარებული. ხეობის ქვემოწელში წამყვანი ადგილი ოდითგანვე ეკავა სახნავ მიწათმოქმედებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეს მხარე გაპარტახდა და მომთაბარე თურქმანი ტომების საზამთრო საძოვრად იქცა.
 
ხეობის შუაწელში განვითარებული იყო [[მევენახეობა]], მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები. ზემოწელში უმთავრესად [[მემინდვრეობა]] და [[მესაქონლეობა]] იყო გავრცელებული. ალგეთის ხეობაზე გადიოდა ცნობილი ცხვრის გზა. თრიალეთ-ჯავახეთის საძოვრებისაკენ მიმავალი კახეთის ცხვარი გაივლიდა კოჟრისა (კოჯრის) და [[ორბეთის ციხე]]ების ძირას და მდინარე [[ალგეთი (მდინარე)|ალგეთზე]] გადებული სპეციალური ცხვრის ხიდით ადიოდა ბედენის პლატოზე, რომელიც უშუალოდ თრიალეთს ეკვრის.
 
XV საუკუნისათვის, როდესაც საქართველოს ფეოდალურ საზოგადოებრივ ურთიერთობაში ახალი ვითარება შეიქმნა და სათავადოების სისტემა წარმოიშვა, ალგეთის ხეობა ქვიისა და მაშავერის ხეობებთან ერთად [[საბარათიანო|საბარათიანოს]] შემადგენლობაში მოექცა. XVI—XVII საუკუნეებში საბარათიანო რამდენიმე სათავადოდ დაიშალა, რომელთა დიდი ნაწილი ისევ ალგეთის ხეობაში ჩამოყალიბდა (საგოსტაშაბისშვილო — ცენტრით ამლივ-ტბისში, საგერმანოზიშვილო — ცენტრით გუდარეხში და ა. შ.). XIX საუკუნეში ალგეთის ხეობა [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიის]] [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] შემადგენლობაში შედიოდა. ამჟამად ალგეთის ხეობის ზემოწელი [[თეთრი წყაროს რაიონი|თეთრი წყაროს რაიონს]] ეკუთვნის, ქვემოწელი — [[მარნეულის რაიონი|მარნეულის რაიონს]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალგეთის_ხეობა“-დან