აკაკი მგელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Interwiki standardization
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''აკაკი ივანეს ძე მგელაძე''' (დ. [[მელექედური]], ამჟამად [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი]] [[1910]] - გ. [[1980]]) - [[სსრკ|საბჭოთა კავშირის]] და [[საქართველოს სსრ]] პარტიული მოღვაწე. საქართველოს სსრ მეთაური, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.
 
== ბიოგრაფია ==
 
დაიბადა სოფელ [[მელექედური|მელექედურში]] 1910 წელს. შემდოგომში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა [[გუდაუთა]]ში. იყო საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის (კომსომოლის) წევრი 1927 წლიდან. კომუნისტური პარტიის წევრი გახდა [[1932]] წელს. [[1930]]-[[1938]] წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები კომსომოლში: გუდაუთის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, აფხაზეთის ობკომის მასობრივი-ეკონომიკური განყოფილების გამგე, აფხაზეთის ობკომის მეორე მდივანი, აფხაზეთის ობკომის პირველი მდივანი, საქართველოს სსრ კომსომოლის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის კომსომოლის ცენტრალური კომიტეტის ახალგაზრდული განყოფილების გამგე.
 
1938 წელს იყო რეპრესირებული და მერე რეაბილიტირებული. [[1938]]-[[1942]] წლებში იყო ”საქნავთობის” ტრესტის მმართველი, [[1942]]-[[1943]] - ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამმართველოს სამხედრო კომისარი, უფროსი ბატალიონური კომისარი, ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის უფროსის მოადგილე, პოდპოლკოვნიკი. [[1943]]-[[1951]] - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის სოხუმის ქალაქკომის და [[აფხაზეთი]]ს ობკომის პირველი მდივანი. ამ პერიოდში მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა ქალაქ [[სოხუმი]]ს განაშენების სამუშაოები.
 
[[1951]]-[[1952]] წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის [[ქუთაისი]]ს ქალაქკომის პირველი მდივანი. [[1951]]-[[1953]] წლებში კი - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი.
 
1940-იან და 1950-იან წლებში იმყოფებოდა [[იოსებ სტალინი]]ს უახლოეს გარემოცვაში. 1950-იან წლებში იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შინანგან საქმეთა და უშიშროების მინისტრის - [[ლავრენტი ბერია]]ს ოპონენტი.
 
სტალინის გარადაცვალების შემდეგ მგელაძე მოხსნენ საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ პირველი მდივნის თანამდებობიდან და გარიცხეს საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან, სსრკ კომპარტიის შემადგენლობიდან, ყოველივე ამის შემდეგ კი დააპატიმრეს. მის მიმართ ბრალდებები მოიხსნა ლავრენტი ბერიის დაკავების შემდეგ.
 
[[1953]]-[[1973]] წლებში იყო [[ბებნისი]]ს საბჭოთა მეურნეობის დორექტორი. 1973 წელს [[ედუარდ შევარდნაძე]]მ ის მიიწვია თბილისში სამუშაოდ . [[1973]]-[[1978]] წლებში იყო საქართველოს სსრ საბჭოთა მეურნეობების ტრესტის მმართველი, საქართველოს სსრ აგრარულ-სამრეწველო-სავაჭრო გაერთიანების თავმჯდომარე, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
 
== ჯილდოები და წოდებები ==
 
სხვა და სხვა დროს იყო საბჭოთა კავშირის, საქართველოს სსრ , აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სახალხო დეპუტატი, თბილისის და სოხუმის საქალაქო საბჭოს წევრი. ორი ”ლენინის ორდენის”, ”სამუშაო წითელი დროშის ორდენის”, ”დიდი სამამული ომის” პირველი ხარისხის ორდენის, ”წითელი ვარსკლავის” ორდენის, ორი ”ღირსების ნიშნის ორდენის”, რიგი საბრძოლო მედლებისა და აგრეთვე ვდნხ-ს ოქროს, ვერცლისა და ბრინჯაოს მედლების კავალერი.
 
ავტორია წიგნისა ”Сталин. Каким я его знал. Страницы недавнего прошлого”.
 
{{საბჭოთა საქართველოს მმართველები}}
 
{{DEFAULTSORT:მგელაძე, აკაკი}}
 
[[კატეგორია:საბჭოთა პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1910]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_მგელაძე“-დან