აიონ-ოროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: simple:Mount Athos
Robot: Cosmetic changes
ხაზი 5:
VIII საუკუნის ბოლოს ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე "ათო" დაუფუძნებიათ. შემდეგ არაბთა თავდასხმების შედეგად აიონ-ოროსი რამდენჯერმე გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი — "დიდი ლავრა" აქ 963 წელს ააგო [[ათანასე ათონელი|ათანასე ათონელმა]]. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და [[ათონის ივერთა მონასტერი]]. ბერძნებსა და ქართველებს გარდა აქ მონასტრები ააშენეს სერბებმა (ხილანდარი), ბულგარელებმა (ზოგრაფუ), რუსებმა (როსიკონი) და სხვა; XV საუკუნეში აიონ-ოროსზე 30 მონასტერი და 30 ათასამდე მონაზონი იყო, 1961 კი 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.). ბიზანტიის იმპერიის დაცემის ხანაში, კერძოდ, თესალონიკეს დაცემის შემდეგ (1430) აიონ-ოროსი ოსმალებმა დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრეს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს. I მსოფლიო ომის შემდეგ აიონ-ოროსი საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომოსი) შევიდა. აიონ-ოროსის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავმჯდომარეს — პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელია კარიასი (X საუკუნიდან). აიონ-ოროსის საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელია გუმბათიანი სამაბსიდიანი ტაძრები, ჩვეულებრივ ორმაგი კარიბჭით. მონასტერთან არის სატრაპეზოები, საცხოვრებლები, სენაკები, ბიბლიოთეკა და სამეურნეო ნაგებობანი; ზოგიერთ მონასტერში შესანიშნავი ფრესკები, მოზაიკა, ხატები, ოქრომჭედლობისა და მინანქრის საუკეთესო ნიმუშებია (ყველაზე ადრინდელი XI საუკენეს განეკუთვნება). აიონ-ოროსის მონასტრების ძვირფასი საგანძურია 11 ათასამდე ხელნაწერი (ბერძნული, ქართული, სლავური), სიგელ-გუჯრები და სხვა დოკუმენტები. ეს მასალა საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა მტერთა შემოსევის შედეგად. ბევრი ხელნაწერი დაიღუპა ოსმალეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დროს 1821—1829 წლებში. უკანასკნელ ხანს მიღებულია ზომები აიონ-ოროსის ყველა ხელნაწერის აღსანუსხავად და მათ ფოტოპირთა გადასაღებად.
 
== ლიტერატურა ==
{{commons|Athos|ათონის მთა}}
* ალექსიძე ა., ქსე, ტ. 1, გვ. 235, თბ., 1975
* Кондаков Н. П., Памятники христианского искусства на Афоне, СПб., 1902;
* Натроев А., Иверский монастырь на Афоне, Тфл., 1909;
* Успенский П., История Афона, ч. 1—3, К., 1977;
* Bies J., Mont Athos, P., 1963;
* Le millenire du mont Sthos, 963—1963, Etudes et melanges, t. 1—2, (Chevetogne), 1963—1964;
* Sherrard Ph., Athos the mountain of silence, Osf., (Toronto), 1960
 
== ინტერნეტ რესურსები ==
[http://www.mountathos.gr/active.aspx?mode=en{00000000-0000-0000-0000-000000000000}View ათონის მთის ვებ გვერდი]
{{ათონის წმინდა მთა}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საბერძნეთში}}
 
[[კატეგორია:ევროპის ნახევარკუნძულები]]
[[კატეგორია:საბერძნეთის მთები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აიონ-ოროსი“-დან