ავლაბარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎იხილეთ აგრეთვე: თარგი თბილისის უბნები)
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
{{მმ}}
[[სურათიფაილი:Avlabar district of Old Tbilisi.jpg|thumb|300px|ხედი ავლაბარზე [[ნარიყალა]]დან.]]
'''ავლაბარი''', [[თბილისი]]ს ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს [[მტკვარი|მდ. მტკვრის]] მარცხენა მხარეს - [[რიყე (თბილისი)|რიყეს]], [[ჩუღურეთი|ჩუღურეთს]], [[ელია|ელიასა]] და [[ნავთლუღი|ნავთლუღს]] შორის. ამჟამად [[ძველი თბილისი]]ს რაიონში. ავლაბარს XI-XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში [[ისანი|"ისანი"]] ეწოდება. სიტყვა "ავლაბარი" XIV საუკუნეში ჩანს დამკვიდრებული, თუმცა "ავლაბრის" პარალელურად "ისანი" შემდეგაც იხმარებოდა. ავლაბრის მთავარი უბნები იყო [[სოღდებილი]] და [[მეტეხი (უბანი)|მეტეხი]].
 
არქეოლოგიური მასალის მიხედვით ავლაბრის ტერიტორია ძვ. წ. ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული. XVIII საუკუნეში ავლაბარს ორი გალავანი ჰქონდა: ერთი - ავლაბრის გალავანი, რომელიც მთელ ავლაბარს ერტყა გარს, და მეორე - თბილისის ანუ ქალაქის გალავანი - ისან-ავლაბრის მარჯვენა მხარეს მდებარე კალა-თბილისის ციხე-გალავნის გაგრძელება იყო და ფეოდალური ხანის ქალაქის რთულ თავდაცვით სისტემაში შედიოდა. კალა-თბილისსა და ავლაბარს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან გადებული იყო მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდი. ე. წ. ავლაბრის კარიდან იწყებოდა კახეთის გზა. ავლაბარში მრავალი სავაჭრო-სახელოსნო, ქართული და გვიანდელი სომხური ეკლესია იყო. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ავლაბარში შემორჩენილია [[მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი]], [[დარეჯან დედოფლის სასახლე]] - "საჩინო", [[ფორაქიშვილების დარბაზი]], რამდენიმე ეკლესია და სხვა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ავლაბარი თბილისის მუშათა რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი კერა იყო. აქ მდებარეობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[გარეთავლაბარი]]
* [[ავლაბრის არაქსიანის თეატრი]]
ხაზი 14:
{{commonscat|Avlabari|ავლაბარი}}
{{თბილისის უბნები}}
 
[[კატეგორია:თბილისის უბნები]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავლაბარი“-დან