ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: nl:Verklaring van de rechten van de mens en de burger
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Declaration of Human Rights.jpg|thumb|ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია]]
'''ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია''' ([[ფრანგ.]] Déclaration des Droits de l'Homme et du Citoyen) პოლიტიკური მანიფესტი მიღებულ იქნა ეროვნული წარმომადგენლობითი ასამბლეის შეკრებაზე [[1789]] წლის [[26 აგვისტო]]ს [[ვერსალი|ვერსალში]] [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] დროს, ხოლო [[1958]] წლის 4 ოქტომბერს დამტკიცდა [[საფრანგეთის კონსტიტუცია|საფრანგეთის კონსტიტუციით]]. დეკლარაცია რევოლუციის უმთავრეს დოკუმენტს წარმოადგენდა, რომელმაც ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებები განსაზღვრა, და რაც დღემდე რჩება საფრანგეთის კონსტიტუციური სამართლის საფუძვლად.
 
მანიფესტის იდეური წყარო ფრანგი განმანათლებლების [[ფილოსოფია]] გახდა. დოკუმენტი შედგებოდა მოკლე შესავალი ნაწილისა და 17 პუნქტისაგან. დეკლარაციის მიხედვით ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და თანასწორუფლებიანნი; აღიარა სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, ადამიანისა და მოქალაქის ბუნებრივ, შეუვალ უფლებად თავისუფლების, საკუთრების, დესპოტიზმის წინააღმდეგობისა და უსაფრთხოების პრობლემები გამოაცხადა. დეკლარაციამ წმინდად და ხელშეუხებლად გამოაცხადა კერძო საკუთრება. დეკლარაცია ადგენდა კანონს, როგორც საყოველთაო ნების გამოხატულებას და ყველა მოქალაქეს უფლება ეძლეოდა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიეღო მის გამოცემაში. მიუხედავად ამისა, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო [[კონსტიტუცია]], რომელმაც მოქალაქეები ქონებრივი ცენზის მიხედვით, საარჩევნო უფლების მქონე და არმქონე პირებად დაყო. დეკლარაცია ახალი კლასის - ბურჟუაზიის ინტერესების გამომხატველი იყო და იგი [[XVIII საუკუნე|XVIII]]-[[XIX საუკუნე]]ების მიჯნის [[საფრანგეთი]]სა და ევროპის სხვა ქვეყნებში ფეოდალიზმთან ბრძოლის საპროგრამო დოკუმენტად იქცა.
 
დეკლარაციის ძირითადი დებულებები შესავლის სახით საფრანგეთის [[1791]] წლის კონსტიტუციაში შევიდა.
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.hrcr.org/docs/frenchdec.html ადამიანისა და მოქალაქის ულებათა დეკლარაცია ინგლისურად]
* [http://www.textes.justice.gouv.fr/index.php?rubrique=10086&ssrubrique=10087&article=10116 ადამიანისა და მოქალაქის ულებათა დეკლარაცია ფრანგულად]
{{სამართალი}}
 
[[კატეგორია:საფრანგეთის რევოლუცია]]
[[კატეგორია:საერთაშორისო სამართალი]]