აბულის ციკლოპური ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
(Robot: Cosmetic changes)
მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა — მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი - ოთხკუთხა. შესასვლელი ორია — სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.
 
ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებული 40-მდე სადგომია, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები, ისევე, როგორც გალავნის შიგნითა სათავსები, სხვადასხვა გეგმისანი არიან: 1. წრიული, დიამეტრით 2 მ. 2. მოგრძო დარნები, რომლებსაც ერთი ბოლო მომრგვალებული აქვთ, მეორე — სწორკუთხა, ფართობით 4×2მ. 3. მოზრდილი, სწორკუთხა ოთახები.
 
პირველი ორი ტიპის სადგომებს გადახურვა ერთნაირი აქვთ: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მზგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია, შესაძლოა მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ.
საერთოდ, აბულის დღევანდელი „[[ქორ-ოღლი]]“ ძლიერ წააგავს [[შაორის სიმაგრე|შაორის სიმაგრეს]] — ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. მაგრამ აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყის უძველესი დროიდან. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა, სტრატეგიული მდებარეობა: მის სამხრეთით გადის გზა [[ფოკა]]-[[ხოსპიო]]-[[ხერთვისი|ხერთვისისაკენ]].
 
== ლიტერატურა ==
* დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 181-203.
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]