შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მ Robot: Cosmetic changes |
||
ხაზი 3:
[[1608]] წლის ზაფხულში აბას I ქართლში შემოვიდა. ქართლი და კახეთი ირანის ვასალები გახდნენ. 1612 წელს ირან-ოსმალეთის ზავით აღმოსავლეთი ამიერკავკასია ირანის სამფლობელოდ გამოცხადდა. აბას I-ს არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის ვასალობა, ამიტომ 1612 წელსაც შეუდგა ლაშქრობის სამზადისს. 1613 წლის 16 ოქტომბერს ირანის დიდი ლაშქარი ისპაანიდან საქართველოსკენ დაიძრა, გაიარა არდებილი და ყარაბაღში დადგა. აბას I ხმებს ავრცელებდა, თითქოს ოსმალეთზე გალაშქრებას აპირებდა და კახეთის მეფე [[თეიმურაზ I]]-ს ერთგულების ნიშნად მძევლები მოსთხოვა; ამავე დროს ოსმალეთის სულთანს აცნობა, რომ ქართლ-კახეთის დასჯა ჰქონდა განზრახული.
თეიმურაზმა აბას I-ს მძევლებად გაუგზავნა დედა - [[ქეთევან
1615 წელს კახეთში [[კახეთის აჯანყება 1615|აჯანყებამ]] იფეთქა. 1616 წელს აბას I-მა კვლავ გამოილაშქრა საქართველოზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მთლიანად მოესპო კახეთის მოსახლეობა - მამაკაცები გაეწყვიტა. ქალები და ბავშვები ტყვედ წაეყვანა და კახეთში თურქმანული ტომები ჩამოესახლებინა. შირვანის ბეგლარბეგი იუსუფ-ხანი აღმოსავლეთიდან შეიჭრა კახეთში ქ. ზაგემსა და მის მიმდგომ მხარეებს შეუტია. შაჰი კი ჯერ ქართლში შევიდა, თბილისში დადგა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი ([[ბაგრატ VII]])
1616 წლის ბოლოს აბას I-მა კახეთში დიდი ლაშქარი გამოგზავნა [[ისა-ხანი|ისა-ხან ყორჩიბაში]]ს მეთაურობით. მტერი ქიზიყს შეესია. კახელები დამარცხდნენ. ირანელებმა ამჯერად 20 ათ. ტყვე წაიყვანეს. კახეთის მოსახლეობა ისევ განაგრძობდა ბრძოლას. ამიტომ 1617 წლის გაზაფხულზე აბას I-მა კვლავ დალაშქრა კახეთი. პირველი ბრძოლა [[ხორნაბუჯი]]ს ციხესთან გაიმართა. თავგანწირული წინააღმდეგობის შემდეგ მეციხოვნეები იძულებული გახდნენ ციხე შაჰისთვის ჩაებარებინათ. მეომრებისა და მოსახლეობის ნაწილი ირანში გადაასახლეს, ნაწილი კი ბაგრატ-ხანის თხოვნით ქართლში გადაიყვანეს. შაჰის ჯარებს დიდი წინააღნდეგობა გაუწია [[ქიზიყი]]ს მოსახლეობამ. ბევრი მტერს შეაკვდა, ხოლო რამდენიმე ათასი კაცი, მეტწილად ქალები და ბავშვები, სპარსელებმა ტყვედ წაასხეს. აბას I-მა კახეთი ორად გაყო: ივრის დასავლეთი მხარე ბაგრატ-ხანს ჩააბარა, აღმოსავლეთი კი განჯის მმართველს ფეიქარ-ხანს გადასცა. დაცარიელებულ კახეთში თურქმანების ჩამოსახლება დაიწყო. ამის შემდეგ შაჰი თბილისზე გავლით ირანისაკენ გაემართა. კახელების მძიმე მდგომარეობის ისარგებლეს დაღესტნელმა ფეოდალებმაც, კახეთიდან მრავალი ტყვე წაიყვანეს და დიდძალი ქონება გაზიდეს. სამწლიანი (1614-1617) უთანასწორო ბრძოლების შედეგად კახეთის ზოგი ქალაქი და სოფელი სრილიად განადგურდა. ბრძოლებში 100 ათ. კაცი დაიღუპა, 200 ათ. კი ტყვედ წაიყვანეს და ფერეიდანში, მაზანდარანსა და ირანის ზოგიერთ სხვა პროვინციაში ჩაასახლეს. მნიშვნელოვანი ზარალი ნახა ქართლმაც, აბას I-მა ამ ლაშქრობებით ვერ დაიმორჩილა ქართველი ხალხი. ბრძოლა შემდეგშიც დიდხანს გრძელდებოდა.
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[მარტყოფის ბრძოლა]];
* [[მარაბდის ბრძოლა]];
ხაზი 15:
* [[გიორგი სააკაძე]]
== ლიტერატურა ==
* ''გვრიტიშვილი დ.,'' ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), წგნ. 2, თბ., 1965;
* ''ჯამბურია გ.,'' გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
* ''ბერძენიშვილი ნ.,'' რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
* '' გაბაშვილი ვ.,'' ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI-XVII სს.), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31, გვ. 59-128;
* ''მისივე'', ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 1958;
* ''ფალფასი ნ.,'' ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ე ავვალ (შაჰ-აბას I-ის ცხოვრება), წგნ. 1-4, თეირანი, 1956-1962;
* ''Петрушевский И. П.,'' Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI - начале XIX вв., Л., 1949;
* ''Bellan I.,'' Chah Abbas I, P., 1932
* ''ჯამბურია გ.'', ქსე, ტ. 1, გვ. 16, თბ., 1975
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]
|