სამნიტური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 73:
 
ამ წელს კი მიღებული ინფორმაციის თანახმად სამნიტები აგროვებდნენ ჯარს. დიქტატორმა [[ავლუს კორნელიუს არვინუსი|ავლუს კორნელიუს არვინუსმა]] შეკრიბა ჯარი და სამნიტებისკენ. რომაული ბანაკი სამნიტების ჯართან ძალიან ახლოს აღმოჩნდა და დიქტატორი მიხვდა რომ ბრძოლა უფრო მალე გაიმართებოდა ვიდრე იგი ელოდა. ღამით მან სცადა სამნიტების მოტყუება და ჯარის ბანაკიდან გაყვანა, მაგრამ სიახლოვის გამო მოტყუება არ გამოვიდა. სამნიტელი მხედრედრები ფეხდაფეხ გამოედევნენ რომაელებს, თუმცა ბრძოლის დაწყებას ღამით ვერ ბედავდნენ.
 
გათენებისას კი სამნიტებმა დაიწყეს რომაელთა შევიწროვება. დიქტატორს მოუწია ბრძოლის დაწყება. მთელი დღე ძალიან მძიმე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და გაურკვეველი იყო ვის ეკუთვნოდა გამარჯვება, სანამ სამნიტებმა არ გაიგეს რომ რომაელთა სანოვაგე ჯარისგან შორს დაუცველი იყო, სიხარბემ მათში იმარჯვა და ისინი გაემართნენ ნადავლის მოსაპოვებლად.
 
==მესამე სამნიტური ომი ([[ძვ. წ. 298]] - [[ძვ. წ. 290]])==