დადაიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fy:Dadaïsme
ბოტის დამატება: pcd:Dadaïsme; cosmetic changes
ხაზი 1:
'''დადაიზმი''' ([[ფრანგ.]] dadaisme<dada - ჯოხის ცხენი; გადატანითი მნიშვნელობით - ბავშვური ტიტინი) — 1916-1925 წლებში ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიკური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.
 
დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა [[ციურიხი|ციურიხში]], 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (dada) და დაუმატეს დაბოლოება ism, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.
 
დადაისტებისთვის [[ომი]] არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც [[დასავლეთი|დასავლური]] [[ცივილიზაცია|ცივილიზაციის]] კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ [[ფილოსოფია|ფილოსოფიურ]] და [[ესთეტიკა|ესთეტიკურ]] ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი [[ხელოვნება|ხელოვნება]] და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის [[რევოლუცია|რევოლუციურ]] ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ [[თეორია|თეორიას]] არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: [[პოლიტიკა|პოლიტიკური]] ანგაჟირების, [[ისტორია|ისტორიული]] მოვლენების. სძულთ არსებული [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიული]] [[საზოგადოება|საზოგადოება]] და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, [[კულტურა|კულტურას]], განსაკუთრებით კი [[ესთეტიკა|ესთეტიკურ]] ნორმებს.
 
დადაისტური [[დრამატურგია]] აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია [[ბრეტონი, ანდრე|ბრეტონისა]] და [[სუპო, ფილიპ|სუპოს]] [[სკეტჩი|სკეტჩები.]] და ცარას [[კოლაჟი|კოლაჟები]].
 
დადაიზმის ემბლემად იქცა ისეთი "ხელოვნების ნიმუშები", როგორიცაა მარსელ დიუშანის ''ღამის ქოთანი'' და პიკაბიას ''პაროდიული მექანიზმები''. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარს [[ქვეცნობიერი|ქვეცნობიერს]] და ამით გზას უთმობს [[სიურეალიზმს|სიურეალიზმს]].
 
 
ხაზი 15:
{{ესკიზი-ხელოვნება}}
{{დასავლური ხელოვნების მიმდინარეობები}}
 
{{Link FA|el}}
{{Link FA|he}}
 
[[კატეგორია:ხელოვნების მიმდინარეობები]]
[[კატეგორია:დადაიზმი]]
[[კატეგორია:მხატვრული მიმდინარეობები]]
 
{{Link FA|el}}
{{Link FA|he}}
 
[[ar:دادا]]
ხაზი 57:
[[no:Dadaisme]]
[[oc:Dadaïsme]]
[[pcd:Dadaïsme]]
[[pl:Dadaizm]]
[[pt:Dadaísmo]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დადაიზმი“-დან