ადარნასე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Interwiki standardization
ბოტის შეცვლა: fr:Adarnassé IV (roi des Kartvels); cosmetic changes
ხაზი 27:
}}
 
'''ადარნასე II''', ქართველთა მეფე [[888]]-[[923]], [[ტაო-კლარჯეთის სამეფო | ტაო-კლარჯეთის სამეფოს]] გამგებელი, ძე [[დავით I კურაპალატი | დავით I კურაპალატისა]], ტაო-კლარჯეთის [[ბაგრატიონები | ბაგრატიონთა]] ტაოს შტოს შთამომავალი. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის გაჩაღებულ შინაფეოდალურ ომში დავით I კურაპალატის დაღუპვის ([[881]]) შემდეგ სამთავროს გამგებლობა ადარნასე II-ის ხელში გადავიდა. დავითის მკვლელმა [[ნასრა]] [[გვარამ (გუარამ) მამფალი | გვარამ მამფლის ძემ]] [[888]] აფხაზთა მეფის ბაგრატის დახმარებით სცადა ტაო-კლარჯეთის სამფლობელოების დაბრუნება, მაგრამ ადარნასე II-მ და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს. ამ დროიდან დაიწყო ადარნასე II-ის გაძლიერება. ბაგრატიონთა შორის მან პირველმა მიიღო "ქართველთა მეფის" ტიტული ([[888]]). ადარნასე II იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის. მას მხარს უჭერდნენ სომხეთის (შირაქის) მეფეები. [[891]] ადარნასე II სომხეთის შინაფეოდალურ ბრძოლებში ჩაერია და ხელი შეუწყო შირაქში სუმბატ აშოტის ძის გამეფებას. [[904]] ადარნასე II-მ სუმბატის დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე კონსტანტინე. შემდეგში სუმბატ სომეხთა მეფემ გაათავისუფლა კონსტანტინე, რასაც ყოფილ მოკავშირეებს შორის განხეთქილება მოჰყვა. [[907]] ადარნასე II მიემხრო სომხეთში შემოჭრილ არაბთა სარდალს [[აბუ ლ-კასიმი | აბუ ლ-კასიმს]] და სუმბატის წინააღმდეგ იბრძოდა. ადარნასე II ეწეოდა კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობას: ააშენა და საეპისკოპოსო საყდრად აქცია ბანის ტაძარი.
 
{{დაიწყე ყუთი}}
ხაზი 34:
 
{{ბიო}}
 
[[კატეგორია:ტაო-კლარჯეთის მეფეები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
Line 41 ⟶ 42:
[[de:Adarnase IV.]]
[[en:Adarnase IV of Iberia]]
[[fr:Adarnassé IV d'Ibérie(roi des Kartvels)]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადარნასე_II“-დან