ჯუზეპე მაძინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ar:جوزيبي مازيني
→‎ბიოგრაფია: დამატება
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
მაძინიმ გენუის უნივერსიტეტში მიიღო იურიდიული განათლება. [[1831]] წელს მაძინიმ [[მარსელი|მარსელში] დაარსა ფარული პატრიოტული ორგანიზაცია "ახალგაზრდა იტალია", რომლის პოლიტიკური პროგრამა ითვალისწინებდა იტალიის გათავისუფლებას ავსტრიელთა ბატონობისაგან, იტალიის ერთიანი სუვერენული სახელმწიფოს შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად, მაძინის აზრით, საჭირო იყო საერთო იტალიური რევოლუცია, რომელშიც მოსახლეობის ყველა ფენა მიიღებდა მონაწილეობას. 1830-40–იან წლებში [[იტალია]]ში გაფართოვდა მაძინისტური ფარული ორგანიზაციების ქსელი.
 
ჯუზეპე მაძინიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო [[იტალიის რევოლუცია 184849|იტალიის 1848-49 წლების რევოლუციაში]]. [[მილანი|მილანში]] მან დაარსა გაზეთი "ხალხის იტალია", ხოლო მილანის რევოლუციის დამარცხების შემდეგ იგი, როგორც რიგითი მებრძოლი, [[ჯუზეპე გარიბალდი|გარიბალდის]] რაზმში იბრძოდა. [[1849]] წელს მაძინი სათავეში ჩაუდგა რომის რესპუბლიკის ტრიუმვირატს. ამ მთავრობამ მხოლოდ ხუთ თვეს გასტანა. [[ფრანგები]]ს მიერ რომის რესპუბლიკის დამხობის შემდეგ მაძინი ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ სამშობლოს გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის თავდადებული მებრძოლი ჯუზეპე მაძინი იმედს არ კარგავდა. [[1859]] წელს ავსტრიის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ იგი იტალიელ ხალხს მოუწოდებდა გაეშალათ სახალხო მოძრაობა სამშობლოს გასაერთიანებლად.
 
[[1870]] წელს იტალიის ერთიანმა სახელმწიფომ უკანასკნელი რეგიონი – [[რომის ოლქი]]ც შეიერთა. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისათვის დაუღალავი მებრძოლი ჯუზეპე მაძინი მოესწრო ამას. იგი [[1872]] წელს გარდაიცვალა.
 
{{ბიო}}
 
{{ბიო}}
{{DEFAULTSORT:მაძინი, ჯუზეპე}}
 
[[კატეგორია:იტალიელები]]
[[კატეგორია:იტალიელი მწერლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯუზეპე_მაძინი“-დან