ნაბახტევის დედაღვთისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
[[ეკლესია]] დარბაზულია (5X3,8 მ) ნაგებია ნატეხი ქვით და ქვიშაქვით, განახლებული ნაწილები, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების ფრონტონები და ჩრდილოეთ სარკმლის წირთხლები აგურითაა ამოყვანილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს შიგნიდან სამი ქვისაგან შედგენილი ტრაპეციული გადახურვა აქვს, ხოლო გარედან არქიტრავული. ოთხკუთხა საკურთხევლის ბაქანი 0,5 მეტრითაა ამაღლებული. მის აღმოსავლეთ კედელში, რომელიც ბლაგვი კუთხით უერთდება ჩრდილოეთ კედელს, ერთ ვერტიკალზე ორი სარკმელია გაჭრილი, ქვედა თაღოვანია, ზედა - პატარა და კვადრატული. საკრთხევლის ჩრდილოეთ კედელში თაროა. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. დასავლეთ ფასადზე კარის [[არქიტრავი|არქიტრავზე]] გამოსახულია ჩაღრმავებული აყვავებული ჯვარი. ჯვრის მარჯვნივ სომხური წარწერაა, ხოლო მარცხნივ - სამი პატარა ჯვარი. ფასდის ზემო ნაწილშიც ერთი ჯვარია გამოსახული.
 
{{ესკიზი-საქართველო}}
{{ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
[[კატეგორია:ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]