სილვესტერ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ceb:Silvestre I
ბოტის დამატება: vi:Thánh Silvester; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Silvester_I.gif|thumb|150px|სილვესტერ I]]
'''სილვესტერ I''' (სილიბისტრო) ''([[ლათინური ენა|ლათ.]] Silvester)'' (* ??? [[რომი]], [[იტალია]]; † [[31 დეკემბერი]] [[335]], [[რომი]], [[იტალია]]) - [[რომის პაპი]] [[314]]-[[335]] წ.წ.
 
== ბიოგრაფია ==
სილვესტერი რომში დაბადებულა, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. [[იაკობ ვორაგოელი|იაკობ ვორაგოელის]] ნაშრომის ''"ლეგენდა აურეა"''-ს მიხედვით მას ავადმყოფობისგან განუკურნია [[იმპერატორი]] [[კომსტანტინე I (რომი)|კონსტანტინე დიდი]], რომლისგანაც მადლიერების ნიშნად მიუღია ე.წ. "[[კონსტანტინეს საჩუქარი]]" ''(ლათ. Patrimonium Petri)''.
 
მღვდელმთავარი სილვესტერი განთქმული იყო წმიდა წერილის ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. იმპერატორ [[კონსტანტინე დიდი]]ს დროს, როცა ქრისტიანთა დევნულობა შეწყდა, [[იუდაიზმი|იუდეველებმა]] გამართეს დისპუტი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ: მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე, მისი დედა – დედოფალი ელენე და მრავალი დიდებული. ქრისტიანთა მხრიდან კამათში მონაწილეობდა პაპი სილვესტერი, იუდეველთაგან კი – მრავალი სწავლული რაბინი ცნობილი მაგის და ჯადოქარ ზამბრის მეთაურობით. ძველი აღთქმის წიგნებზე დაყრდნობით წმიდა პაპმა დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ყველა წინასწარმეტყველი წინასწარ ჭვრეტდა [[იესო ქრისტე]]ს შობას წმიდა ქალწულისაგან, მის ნებსით [[ჯვარცმა]]ს, ვნებას და სიკვდილს დაცემული [[ადამი]]ს გამოსასყიდლად და ბრწყინვალე [[აღდგომა]]ს. წმიდა სილვესტერი გამარჯვებულად სცნეს ამ სიტყვიერ ჭიდილში. მაშინ ზამბრი შეეცადა, ჯადოთი მოეხიბლა მღვდელმთავარი, ის კი იესო ქრისტეს წმიდა სახელის მოხმობით იგერიებდა მოძალებულ ბოროტს. უღონოქმნილმა მაგმა სხვა იუდეველებთან ერთად ქრისტეს ძლიერება ირწმუნება და ნათლისღება ითხოვა.
 
მეორე დიდი მოვლენა სილვესტერის მღვდელმთავრობის დროს იყო [[ნიკეის საეკლესიო კრება|ნიკეის საეკლესიო კრების]] მოწვევა [[325]] წელს, რომელშიც პაპს თვითონ მონაწილეობა არ მიუღია.
 
წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესია ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა [[335]] წელს.
ხაზი 15:
== ლიტერატურა ==
 
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 12-13
{{რომის პაპები}}
 
[[კატეგორია:რომის პაპები]]
[[კატეგორია:წმინდანები]]
Line 63 ⟶ 64:
[[uk:Сільвестр I]]
[[vec:Papa Silvestro I]]
[[vi:Thánh Silvester]]
[[zh:教宗西尔维斯特一世]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სილვესტერ_I“-დან