აგიტპროპი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Interwiki standardization
ილუსტრაცია
ხაზი 1:
[[Image:Plakat mayakowski gross.jpg|thumb|right|აგიტპროპ პლაკატი [[ვლადიმირ მაიაკოვსკი]]ს მიერ:
"1. გინდა დასძლიო სიცივეს?
2. გინდა დასძლიო შიმშილს?
3. გინდა ჭამო?
4. გინდა დალიო?
იჩქარე ჩაეწერო სამაგალითო შრომის [[დამრტყმელი ბრიგადა|დამრტყმელ ბრიგადაში]]!"]]
'''აგიტ-პროპი''' ({{lang-ru|агитпроп}}) — აგიტაცია-პროპაგანდა. ტერმინი გაჩნდა [[ბოლშევიკები|ბოლშევიკურ]] [[რუსეთი|რუსეთში]] (მომავალ [[სსრკ|საბჭოთა კავშირში]]), სადაც იგი აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების შემოკლებულ სახელად გამოიყენებოდა, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური და რეგიონული კომიტეტების ნაწილი იყო. მას მოგვიანებით იდეოლოგიური განყოფილება დაარქვეს.

ტერმინს "პროპაგანდა" [[რუს.|რუსულ ენაში]] რაიმე ნეგატიური ქვეტექსტი იმ დროს არ გააჩნდა. ის უბრალოდ ნიშნავდა "იდეათა გავრცელებას". აგიტპროპის შემთხვევაში გასავრცელებელი იდეები [[კომუნიზმი]]ს შესახებ იყო, რაც საბჭოთა სახელმწიფოსა და კომპარტიის პოლიტიკას მოიცავდა. სხვა კონტექსტში პროპაგანდა შეიძლება ნიშნავდეს ნებისმიერი სახის სასარგებლო ცოდნას, მაგ. ახალ მეთოდებს სოფლის მეურნეობაში. "აგიტაცია" ნიშნავდა ხალხისთვის მოწოდებას გაეკეთებინათ ის, რასაც მათგან საბჭოთა ლიდერები მოითხოვდნენ. სხვა სიტყვცებით, პროპაგანდა გონებაზე ახდენდა გავლენას, მაშინ როცა აგიტაცია ემოციებზე იყო გათვლილი, თუმცა ორივე როგორც წესი ერთდროულად მიმდინარეობდა, რამაც დასაბამი მისცა კლიშეს "აგიტ-პროპი".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აგიტპროპი“-დან