ლინდონ ჯონსონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
No edit summary
ხაზი 57:
ჯონსონი პრეზიდენტობამდე [[აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა|აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის]] (1937–1949) და [[აშშ-ის სენატი|სენატის]] (1949–1961) წევრი იყო [[ტეხასი]]დან. სენატში მოღვაწეობის დროს იგი ორი წელი უმცირესობის და ექვსი წელი უმრავლესობის ლიდერი იყო. [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1960)|1960 წლის]] საპრეზიდენტო არჩევნებში მან წარუმატებლად ცადა დემოკრატთა ნომინაციის მოპოვება. ამის შემდეგ [[ჯონ კენედი]]მ მას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა შესთავაზა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯონსონი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
 
1963 წელს პრეზიდენტი კენედი მოკლეს. კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის თანამდებობა ჯონსონმა დაიკავა. კენედის ვადის დასრულების შემდეგ მან [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1964)|1964 წლის არჩევნებში]] დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ჯონსონის ინიციატივით შეიქმნა პროგრამა „[[დიდი საზოგადოება]]“, რისი მიხედვითაც სიღარიბე და რასობრივი უსამართლობა უნდა დაძლეულიყო. მისი პრეზიდენტობისას სამოქალაქო უფლებების აქტით აიკრძალა [[რასობრივი სეგრეგაცია]], დამტკიცდა სახელმწიფო დაზღვევის (Medicare) და გაჭირვებულ ოჯახთა ჯანმრთელობის დაცვის (Medicaid) პროგრამები, გატარდა განათლების რეფორმა და მიღებულ იქნა ზომები გარემოს დაბინძურებისგან დასაცავად. ჯონსონის პრეზიდენტობის მთავარი საგარეო პოლიტიკური მოვლენა [[ვიეტნამის ომი]] იყო. მისმა პოლიტიკამ ომის ესკალაცია მოახდინა, რამაც მისი როგორც პრეზიდენტის რეპუტაცია ძალიან დააზარალა. ჯონსონმა [[ჩრდილოეთ ვიეტნამისვიეტნამი]]ს დაბომბვა 1965 წელს დაიწყო, რაც შემდეგი 7 წელი, [[რიჩარდ ნიქსონი|ნიქსონის]] პრეზიდენტობის პირველი წლების ჩათვლით, გრძელდებოდა. დროთა განმავლობაში ჯარის რიცხოვნობა 20 ათასიდან 550 ათასამდე გაზარდა, რასაც გარდაცვლილი ჯარისკაცების რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდა მოყვა. დაბალი რეიტინგის გამო მან [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1968)|1968 წლის არჩევნებში]] მონაწილეობაზე უარი თქვა. ჯონსონი 1973 წელს, 64 წლის ასაკში, [[გულის შეტევა|გულის შეტევით]] გარდაიცვალა.
 
{{Commons|Lyndon B. Johnson|ლინდონ ჯონსონი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლინდონ_ჯონსონი“-დან