საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:IATA Logo.png|thumb|200px|ორგანიზაციის ლოგო]]
'''საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია''' ({{lang-en|International Air Transport Association}} ან IATA) - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წევრებია მსოფლიოს ყველა რეგიონის წამყვანი საავიაციო საწარმოები. დაარსდა [[1945]] წელს. მიზნები - უსაფრთხო, რეგულარული და ეკონომიური საჰაერო ტრანსპორტის განვითარებისა და საავიაციო კომერციული საქმიანობის ხელშეწყობა და ამასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა. უმაღლესი ორგანოა ყოველწლიური საერთო კრება, რომელიც ირჩევს ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტსა და წევრებს, განიხილავს გასული წლის ანგარიშებს და ამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს. აღმასკომი ნიშნავს გენერალურ დირექტორს და, იატას საქმიანობის სხვადასხვა საკითხებზე ქმნის კომიტეტებს, რომლებსაც შემდეგ ამტკიცებს საერთო კრება. იატა წელიწადში ორჯერ ატარებს გადაყვანა-გადაზიდვების შესახებ რეგიონულ კონფერენციებს. იატას მიერ დედამიწა დაყოფილია სამ არედ: 1 - [[ამერიკა|ამერიკის]] ქვეყნები; 2 - [[ევროპა]] და [[აფრიკა]]; 3 - [[აზია]] ([[ახლო აღმოსავლეთი]]ს გარდა), [[ავსტრალია]] და [[ოკეანეთი]]. იატა შეიმუშავებს ტარიფების გამოყენების დონისა და წესების რეკომენდაციებს, გადაყვანა-გადაზიდვების საერთო პირობებს, მათ შორის - მგზავრთა მომსახურების სტანდარტებს, ატარებს ავიახაზების ექსპლუატაციის ეკონომიკური და ტექნიკური გამოცდილების განზოგადებისა და გავრცელების სამუშაოს, გადაზიდვის საბუთებისა და კომერციული შეთანხმებების ჩათვლით განრიგების შეთანხმებას. ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მისი მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციოა. იატას ფარგლებში მოქმედებს კლირინგის პალატა ([[ლონდონი|ლონდონში]]), წევრ-ავიასაწარმოთა შორის ურთიერთანგარიშსწორებისთვის, და კონტროლის ბიურო ([[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]) - ასოციაციის წესდების, საერთო კრებისა და რეგიონული კონფერენციების გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლისთვის. იატას შტაბ-ბინა განთავსებულია მონრეალში ([[კანადა]]).
 
==ლიტერატურა==