სახელო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სახელო''', თანამდებობა ძველ საქართველოში. მოხელის „...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''სახელო''', თანამდებობა ძველ საქართველოში. [[მოხელე|მოხელის]] „გასაგებელი“ ([[სულხან-საბა ორბელიანი|საბა]]). „საჴელოი“ „ჴელიდან“ (იხ. [[ხელი]]) წარმოდგა. „სახელოთა სჯანი“ ანუ მართვა-გამგეობის საქმეთა წარმართვა მეფის საზრუნავს შეადგენდა. გაერთიანების ხანის საქართველოში (ნაწილობრივ გვიანდელ ფეოდალურშიც) ცენტრალური სამოხელეო აპარატი დარგებად იყო დაყოფილი ([[ვეზირი]], [[სავეზირო]]). შემუშვდა სახელოთა სიმბოლური ნიშნები, რომელთაც გადასცემდა მეფე უწყებათა მთავარ მოხელეებს (მგ., ოქროს ლომისთავიან არგანსა და ხმალს — [[ამირსპასალარი|ამირსპასალარს]], „თვალედ“ ბეჭედს — [[მოლარეთუხუცესი|მოლარეთუხუცესს]]).
 
[[დასტურლამალი]]თ განსაზღვრულია სახელოების განაწესი, მათი „წესითა შემსგავსებითა“ გამგებლობა. დიდი სახელოები მსხვილ ფეოდალებს ეჭირათ (ხშირად ერთ კაცს რამდენიმე სახელო ეკავა). სახელო მოხელის შემოსავლის ფრიად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, მის ერთგვარ საკუთრებად იყო მიჩნეული და ზოგჯერ კიდეც იყიდებოდა. ჩვეულებრივ სახელო მემკვიდრეობით გადადიოდა, რასაც [[აჯა|აჯის]] საფუძველზე მეფე წყალობა-ბოძების სპეციალური აქტით განამტკიცებდა. „სახელოს გაცემის“ საბუთს მეფეს [[სახლთუხუცესი]] წარუდგენდა. დაკანონებული იყო სახელოს „[[სისხლი (სამართალი)|სისხლი]]“ მოხელის დაჭრისა და მკვლელობის საგანგებო საზღაური. საფეოდალოებში სახელმწიფოსაგან განკერძოებული სახელოები არსებობდა.
 
==ლიტერატურა==
*''სურგულაძე ი.,'' საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
*''ჯავახიშვილი ივ.'' ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1-2, ტფ., 1928-1929;
*''ფუტკარაძე ი.'', [[ქსე]], ტ. 9, გვ. 253, თბ., 198
 
[[კატეგორია:ძველი ქართული სამართალი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სახელო“-დან