ჯაბა იოსელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: სტილის გამართვა, პუნქტუაცია
ხაზი 5:
დაიბადა [[ხაშური|ხაშურში]]. სწავლობდა ლენინგრადის უნივერსიტეტში აღმოსავლემცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა არ დაუმთავრებია. 1948 წელს ლენინგრადში ბანკის ძარცვაში მონაწილეობდა, რის გამოც 17 წელი ციხეში გაატარა. 1965 წელს სასჯელმოხდილმა მცირე ხანში ისევ ამოყო თავი ციხეში, ამჯერად მკვლელობისთვის. საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა და თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი თეატრალური სპექტაკლისთვის.
 
საზოგადოებისთვის იოსელიანი ცნობილი გახდა როგორც [[მხედრიონი]]ს ლიდერი — შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც მან 1989 წელს დააარსა. დაჯგუფების გაცხადებული მიზანი იყო [[აფხაზეთი]]სა და [[სამაჩაბლო]]ს რეგიონების შემოერთება და მათი დაცვა რეგიონული სეპარატისტული ელემენტებისგან. 1991 წლის თებერვალში მისი ორგანიზაცია პრეზიდენტმა [[ზვიად გამსახურდია]]მ უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო თავად იოსელიანი მხედრიონის წევრებთან ერთად დაპატიმრებულ იქნადააპატიმრეს.
 
1991 წლის დეკემბერში იოსელიანმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განდგომილ წევრებს შეუერთდა [[ხუნტა|სამხედრო გადატრიალების]] მოწყობის მიზნით. სისხლიანი გადატრიალება იოსელიანის მომხრეების წარმატებით დასრულდა 1992 წლის იანვარში. იოსელიანი გახდა [[სამხედრო საბჭო]]ს ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც საქართველოს მართავდა 1992 წლის იანვარ-მარტში. მოგვიანებით იგი გავლენიანი ფიგურა ხდება პრეზიდენტი [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] პერიოდშიც, რომელიც იძულებული იყო მხედრიონის შეიარაღებულ დაჯგუფებას დაყრდნობოდა სახელმწიფო თავდაცვის ძალების უსუსურობის გამო. იოსელიანის უპირატესობა ქვეყნის მმართველობაში იმითაც გამოიხატებოდა, რომ მისი ოფისი [[საქართველოს პარლამენტი|პარლამენტის შენობაში]] ზუსტად შევარდნაძის ოფისის თავზე იყო და ის მუდამ გარშემორტყმული იყო შეიარაღებული მცველებით.
 
იოსელიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა [[აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი (1992-93)|საქართველოს მმართველობის აღდგენის კატასტროფულ მცდელობაში აფხაზეთში]], რომელიც ცენტრალური მთავრობისა და მხედრიონის ძალების აბსოლუტური დამარცხებით დამთავრდა 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში., რაშიც დიდი წვილი მიუძღვის ზვიად გამსახურდიას მთავრობის ნარჩენებს ლოთი ქობალიას მეთაურობით.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაბა_იოსელიანი“-დან