თბილისის სასულიერო სემინარია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Image-Tbilisi XIXc 05.jpg|thumb|250px|თბილისის სასულიერო სემინარია, XIX ს ბოლო პერიოდი]]
[[image:Tbilisi cemynary.png|right|250px|thumb|თბილისის სასულიერო სემინარია]]
'''თბილისის სასულიერო სემინარია''', გაიხსნა 1817 წელს, ახლანდელი ხელოვნების მუზეუმის შენობაში. შედგებოდა რიტორიკის ორი კლასისაგან; 1823 წელს მიემატა ფილოსოფია, ხოლო 1827 - ღვთისმეტყველების კლასები. რიტორიკის კლასებში სწავლობდნენ რუსულ ენასა და ლიტერატურას, რუსეთის და მსოფლიო ისტორიას, რიტორიკას; ფილოსოფიის კლასში - ფილოსოფიას, ლოგიკას, მათემატიკას, ფიზიკასა და ბუნებისმეტყველებას; ღვთისმეტყველების კლასში - ეკლესიის ისტორიას, ძველ სლავურ ენას. სწავლების ექვსივე წელს სწავლობდნენ ლათინურ, ბერძნულ, გერმანულ, ფრანგულ ენებსა და პედაგოგიკას. კურსდამტავრებულებს შეეძლოთ ემუშავათ სოფლის სამრევლო და საერო სკოლების მასწავლებლად ან გაეგრძელებინათ სწავლა სასულიერო აკადემიასა და უნივერსიტეტში. თბილისის სასულიერო სემინარიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ პ. იოსელიანი, გაბრიელ ქიქოძე, დ. ბაქრაძე, ვ. პეტრიაშვილი, თ. ჟორდანია, ი. გოგებაშვილი, დ. ჭონქაძე, ლ. არდაზიანი, ს. მგალობლიშვილი, მ. ჯანაშვილი და სხვა.
[[ფაილი:Tbilisis seminariis andria pirvelcodebulis eklesia-interieri.jpg|thumb|250px|left|პირველი სემინარიის შენობაში არსებული წმ. ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის ინტერიერი]]
 
სემინარიაში სულისშემხუთავი, იეზუიტური რეჟიმი იყო დამკვიდრებული. ურთიერთდასმენა, ჯაშუშობა, დასჯის დამამცირებელი მეთოდები მოსწავლე ახალგაზრდობას არსებული წყობილების წინააღმდეგ განაწყობდა. 1886 წელს მოსწავლე ი. ლაღიაშვილმა ხანჯლით განგმირა რეაქციონერი რექტორი ჩუდეცკი, რომელსაც მანამდეც რამდენჯერმე სცემეს. მოსწავლეები უშვებდნენ საიდუმლო ხელნაწერ გაზეთს, პროკლამაციებს ა. შ. სემინარია საქართველოში ახალგაზრდობის რეცოლუციური მოძრაობის ცენტრად იქცა.