კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|მეტერნიხი '''კლემენტ ვენცელ ლოთარ მეტ...
(განსხვავება არ არის)

12:03, 10 დეკემბერი 2009-ის ვერსია

კლემენტ ვენცელ ლოთარ მეტერნიხი ((გერმ. Klemens Wenzel Lothar von Metternich; დ. 15 მაისი, 1773 – გ. 11 ივნისი, 1859), იყო ავსტრიის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი თავადი.

მეტერნიხი

1806–09 წლებში ელჩად იმყოფებოდა პარიზში. 1809–21 წლებში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ფაქტობრივად მთავრობის მეთაური იყო. მეტერნიხი მიისწრაფოდა დაებრუნებინა ნაპოლეონის მიერ ავსტრიისათვის წართმეული მიწები. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგცდილობდა ინგლის–რუსეთის წინააღმდეგობები ავსტრიის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ხელი შეეშალა ევროპაში რუსეთის შემდგომი განმტკიცებისათვის. დიდი როლი შეასრულა ვენის კონგრესზე. იყო "საღვთო კავშირის" ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. 1821 წელს ავსტრიის კანცლერი გახდა. 1848 წლის წლის რევოლუციამ დაამხო მეტერნიხის ხელისუფლება, იგი საზღვარგარეთ გაიქცა. 1851 წელს ავსტრიის რევოლუციის შემდეგ ავსტრიაში დაბრუნდა, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა აღარ მიუღია.

ლიტერატურა

  • კ. ანთაძე, ახალი ისტორია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, თბ., "კონა", 2001.