მცხეთა-თბილისის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მცხეთა-თბილისის ეპარქია''' ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება [[საჯარეჯოსა და ველისციხის]], დასავლეთიდან - [[სამთავისისა და გორის]], ჩრდილოეთიდან - [[წილკნისა და დუშეთის]], სამხრეთიდან - [[მანგლისი-წალკისა]] და [[რუსთავი-მარნეულის]] ეპარქიები.
{{წასაშლელი|[http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/eparqiebi/tbilisi.htm გადმოკოპირებული]}}
მცხეთა-თბილისის ეპარქია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.
 
საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირების თანახმად, მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საჯარეჯოსა და ველისციხის, დასავლეთიდან - სამთავისისა და გორის, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის, სამხრეთიდან - მანგლისი-წალკისა და რუსთავი-მარნეულის ეპარქიები.
 
==ეპარქიის ისტორია==
ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქიაა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი.
 
Line 10 ⟶ 8:
V ს. II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა.
 
[[375]]-[[400]] წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე-ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. საეპისკოპოსებს შორის მცხეთაც იხსენიება.
 
ქართული წყაროები პირდაპირ ცნობებს გვაწვდიან ახლად დაარსებული თორმეტი საეპისკოპოსოს, მათ შორის, მცხეთელის სამწყსოს, ტერიტორიული განლაგებისა და საკათოლიკოსო რეზიდენციის შესახებ.
 
ვახტანგს კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია - „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ახლად აუგია. მცხეთაშივე არსებული ეპისკოპოსის ძველი საყდარი „მაცხოვრის“ სახელობისა საეპისკოპოსოდ უქცევიათ. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა. კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის კათედრები ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. V საუკუნემდე, აღნიშნულ რეფორმამდე, მცხეთის საეპისოპოსოს იურისდიქცია მთლიანად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და აქ არსებული ყველა ეკლესია მას ემორჩილებოდა. კათოლიკოსობის დაწესებიდან მცხეთის საეპისკოპოსო საკათოლიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ იქცა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსო მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა.
Line 25 ⟶ 21:
 
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე თბილელი და მცხეთელი მღვდელმთავრები თავიანთ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თბილელისა და მცხეთელის კათედრა ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ გაერთიანდა.
 
ადრიდანვე მცხეთასა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა ძირითადად ამ მხარეში არსებულ ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკები ჰქონდა მცხეთის სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის და სხვა საგანმანათლებლო კერებს. ყველა ეკლესია თავისებურ სკოლას წარმოადგენდა მომავალი თაობის ქრისტიანული ზნეობის აღზრდის თვალსაზრისით. ეკლესიის აქტიური პოზიციაც საქვეყნოდ იყო გაცხადებული სამეფო კარის თუ დიდებულთა მაღალზნეობრივი, ერისთვის მისაბაძი ქრისიტიანული ცხოვრების შენარჩუნებისათვის. საეკლესიო კრება განაჩინებდა მეფის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის... დროს.
 
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12(25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოება რუსეთის სინოდის აგრესიული საეკლესიო პოლიტიკის გამო იძულებული გახდა აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად თბილისის სიონი იყო და მის მღვდელმთავრად ლეონიდე ოქროპირიძე იქნა დადგენილი.