ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ინტერვიკები, კატეგორია
ხაზი 1:
'''პირველი შუალედური პერიოდი'''– ძველი [[ეგვიპტის ისტორია|ეგვიპტის ისტორიის]] ერთ–ერთი ეტაპია, რომელიც გრძელდებოდა ძვ.წ 2280–2016 წლებში. იგი მოიცავს VII-X დინასტიებს. ეს ეგვიპტის ისტორიაში მეტად მძიმე პერიოდია. ამერიკელი მეცნიერის ვ.ჰეისის რეკონსტრუქციით, VI დინასტიიდან IX დინასტიამდე სულ 21 წელი გავიდა. [[მანეთონი|მანეთონს]] აქვს ცნობა, რომლის მიხედვითაც VII დინასტია შედგება 70 მეფისაგან, რომლებიც 70 დღეს მეფობდნენ.
 
VIII დინასტიის მეფის ძალაუფლება მხოლოდ [[მემფისი|მემფისსა]] და მის ირგვლივ მდებარე რაიონზე ვრცელდებოდა. დღეს ღიმილს იწვევს მათი მცდელობა დამსგავსებოდნენ ძველი სამეფოს ბრწყინვალე ფარაონებს მათი სახელების მითვისების ხარჯზე. ჩრდილოეთში თარეშობდნენ სინაის მომთაბარე ტომები, სამხრეთში თითოეული ნომარქი თავისი [[ნომი|ნომის]] ერთპიროვნული ბატონი იყო.
 
==ჰერაკლეოპოლიტური პერიოდი და თებეს აღზევება==
ეს პერიოდი მოიცავს IX-X დინასტიებს. დაახლოებით ძვ.წ 2242 წელს ტახტს იპყრობს ვინმე [[ახტოი]], [[ზემო ეგვიპტე|ზემო ეგვიპტის]] მეოცე ნომის ნომარქი [[ჰერაკლეოპოლისიდან]]([[ეგვიპტური ენა|ეგვ]]. ნენ–ნი–სუტ). შუა ეგვიპტის ნომარქებთან ბრძოლების შედეგად მან მემფისის რაიონს შუა ეგვიპტის ტერიტორია შემოუერთა. ახტოის და მის მომდევნო 17 ფარაონს ტახტი ეკავათ დაახლოებით ძვ.წ 2242–2052 წლებში. ჰერაკლეოპოლისის მეფეების დროს მოხდა [[ნილოსის დელტა|ნილოსის დელტიდან]] სინაის ტომების განდევნა. სამხრეთ ეგვიპტეში ამ პერიოდში თანდათან აღზევდა[[თებე|თებეს]] ნომარქების ოჯახი, რომლებმაც სამხრეთ ეგვიპტის დანარჩენი ნომები დაიმორჩილეს. ჰერაკლეოპოლისელ ნომარქებსა და თებეს მეფეებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობაა, რაც, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ თებეს ნომარქები სამხრეთის დამორჩილებით იყვნენ დაკავებული. მაგრამ მთელი სამხრეთის დაპყრობის შემდეგ თებელებმა იარაღი უკვე ჰელიოპოლისისკენ მოაბრუნეს. ამ დროისათვის სამხრეთის ტახტზე ადის ენერგიული ნომარქი (მომავალი [[მენტუხეტეპ II]]), რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრო ჰერაკლეოპოლისის სამეფოს ქალაქები.
 
VII-X დინასტიების დროს თებეს მართავდნენ ნომარქები, რომლებიც ერთი და იგივე საგვარეულო სახელს–[[ინტეფი|ინტეფს]]–ატარებდნენ. პირველი ინტეფების წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი ჯერ კიდევ გარკვეულ ანგარიშს უწევდნენ ჰერაკლეოპოლისელთა დინასტიის მეფეებს. დღეს ძალიან ძნელია იმის დადგენა, თუ როგორ მოხდა მათი ძალაუფლების გავრცელება, მაგრამ დაახლოებით [[ძვ.წ 2134|ძვ.წ 2134]] წელს ერთ–ერთმა ინტეფმა თავი უკვე „ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფედ“ გამოაცხადა. მართალია, ვერც მან და ვერც მისმა შემდეგმა სამმა მემკვიდრემ ვერ მოახერხეს ჰერაკლეოპოლისის მეფეების საბოლოო დამარცხება, მაგრამ შემდგომმა ეგვიპტურმა ტრადიციამ იგი მაინც აღიარა XI დინასტიის დამაარსებლად. ამ დინასტიის მეხუთე წარმომადგენელმა მენტუხეტეპ II ერთიმეორის მიყოლებით აიღო ჩრდილოეთის რამდენიმე ქალაქი და დაახლოებით ძვ.წ 2052 წელს დაიპყრო თვით ჰერაკლეოპოლისიც. ამგვარად, თებეს ნომარქების შთამომავალმა მთელი ეგვიპტის გაერთიანება მოახერხა. ჰერაკლეოპოლისელები კიდევ რამდენიმე წელიწადს ებრძოდნენ მენტუხეტეპს, მაგრამ ამაოდ. მისი ხანგრძლივი მეფობის (51 წელიწადი) შუახანს ეგვიპტის გაერთიანება საბოლოოდ დასრულდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მეტუხეტეპმა მიიღო [[ ხორი|ხორის]] ახალი სახელი– სემა–ტაუი (ორი ქვეყნის გამაერთიანებელი). ქვეყნის გამაერთიანებლად აღიარა იგი ეგვიპტურმა ტრადიციამაც. ერთ–ერთი ტაძრის კედელზე სამი ფარაონი–[[მენესი]], [[მენტუხეტეპი]] და [[იაჰმესი]] (XVIII დინასტია)– მოიხსენიება როგორც ერთიანი ეგვიპტის ფუძემდებელნი მისი ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში. მენტუხეტეპის მეფობით იწყება ეგვიპტის ისტორიის ახალი ეტაპი–მისი ხელმეორედ გაერთიანების პერიოდი, ანუ ე.წ. [[შუა სამეფოს ხანა]].
 
==ლიტერატურა==
·*ძველი აღმოსავლეთის ისტორია,(გიორგი მელიქიშვილის რედაქციით), თბ., „მეცნიერება“, 1988
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტის დინასტიები]]
 
[[ar:فترة مصرية انتقالية أولى]]
[[br:Kentañ marevezh etre Henegipt]]
[[bg:Древен Египет, I междинен период]]
[[cs:První přechodná doba]]
[[de:Erste Zwischenzeit (Ägypten)]]
[[es:Primer periodo intermedio de Egipto]]
[[fr:Première période intermédiaire égyptienne]]
[[gl:Primeiro Período Intermedio]]
[[ko:이집트 제1중간기]]
[[hr:Prvi prijelazni period]]
[[id:Periode Menengah Pertama Mesir]]
[[is:Fyrsta millitímabilið]]
[[it:Primo periodo intermedio dell'Egitto]]
[[lt:Pirmasis suirutės laikotarpis]]
[[hu:Első átmeneti kor]]
[[nl:Eerste tussenperiode]]
[[ja:エジプト第1中間期]]
[[no:Første mellomepoke i Egypt]]
[[oc:Primèr periòde intermediari egipcian]]
[[pl:Władcy Egiptu#Pierwszy_okres_przejściowy]]
[[pt:Primeiro Período Intermediário]]
[[ro:Prima Perioadă Intermediară a Egiptului]]
[[ru:Первый переходный период (Древний Египет)]]
[[sk:Prvé prechodné obdobie]]
[[sh:Prvi prelazni period Egipta]]
[[fi:Egyptin ensimmäinen välikausi]]
[[sv:Första mellantiden]]
[[zh:第一中间时期]]