წითელი ბრიგადები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
 
==ბრიგადელების საქმიანობის მეორე ეტაპი==
ძველი ხელმძღვანელების დაკავებას ორგანიზაციის დასუსტება არ მოჰყვა. პირიქით, მისი საქმიანობა უფრო მასშტაბური და ინტენსიური გახდა. მან ახალი ფორმა მიიღო. 1974–1975 წლებში „წითელი ბრიგადები“ გარდაიქმნა. შეიქმნა „სტრატეგიული სარდლობა,“ რომლის წევრები როგორც არალეგალები, ასევე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და „აღმასრულებელი სარდლობა“, რომელიც ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
„წითელი ბრიგადები“ შედგებოდა ტერორისტული იატაკქვეშა ჯგუფის, დაზვერვისა და ინფორმაციის სამსახურისგან, რომელიც სხვადასხვა სათავრობო უწყებასა თუ საწარმოში თავის ხალხს აგზავნიდა. „ბრიგადები“ სვეტების პრინციპით იყო ორგანიზებული– რომის, გენუის, ვენეციის და ტურინის. სვეტები 4–5 კაციან ბრიგადებად იყოფოდა. ყოველ ქვედანაყოფს თავისი საიდუმლო ბინა, იარაღი, ასაფეთქებელი მასალების, დოკუმენტების საიდუმლო საწყობი ჰქონდა.
1975 წლიდან ბრიგადელები შეიარაღებული ძალადობის, ტერორის, მკვლელობებისა და ბარბაროსული წამების ტაქტიკაზე გადავიდნენ. ჯგუფის საქმიანობის „პიკი“ [[1976]]–[[1981]] წლებზე მოდის. სავარაუდო იყო, რომ ბრიგადელების თანამზრახველები სახელისუფლო და სამართალდამცავ სტრუქტურებშიც ჰყავდათ. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1976–დან 1979 წლამდე მათ 8789 ტერაქტი განახორციელეს.გამოსასყიდის სახით 1977–1982 წლებში 430 გატაცებული ადამიანისგან „წითელმა ბრიგადებმა“ 200 მლნ დოლარი მიიღო.
1979 წლამდე ბრიგადელებს ჩავარდნა თითქმის არ ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ პოლიციამ და სპეცსამსახურებმა მათ დიდი დარტყმა მიაყენეს. ტერორისტთა ნაწილი შეტაკებებში დაიღუპა, სხვები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, ნაწილი საზღვარგარეთ გაიქცა.
===მოროს ოპერაცია===
„წითელი ბრიგადების“ ერთ–ერთი გახმაურებული ტერაქტი იყო იტალიის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის, მმართველი [[იტალიის ქრისტიანულ–დემოკრატიული პარტია|ქრისტიანულ–დემოკრატიული პარტიის]] ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის [[ალდო მორო|ალდო მოროს]] გატაცება. ის ტერორიზმის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე უკეთ ორგანიზებული და ყველაზე უკეთ განხორციელებული აქტი.
თავდაპირველად პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის გატაცებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ბოლოს მოროს კანდიდატურაზე შეჩერდნენ. ის გამოჩენილი ფიგურა იყო იტალიის ცხოვრებაში. ტრაგიკული მოვლენები [[1978]] წლის 16 მარტს დატრიალდა, როდესაც მორო გაიტაცეს. ვარაუდობდნენ, რომ გატაცებაში 60 კაცამდე მონაწილეობდა. ორი დღის შემდეგ გაზეთ [[მასაჯერო|მასაჯეროს]] რედაქციაში შეაგდეს [[პოლაროიდი|პოლაროიდის]] აპარატით გადაღებული ფოტო, სადაც გამოსახული იყო მორო წითელი პიჯაკით, მაგრამ უჰალსტუხოდ, დროშის ფონზე, რომელზეც იყო წარწერა „წითელი ბრიგადები“. ფურცელზე იყო შეტყობინება, რომ მოროს „სახალხო პროცესზე გაასამართლებდნენ“. მისი განთავისუფლებისთვის ტერორისტები თავიანთი 13 მეგობრის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. გატაცების მიზანი იყო ხელისუფლების იძულება წასულიყო მოლაპარაკებაზე, ეღიარებინა „წითელი ბრიგადები“ პოლიტიკის სუბიექტად და ორგანიზაციად, რომელიც ყველა შეიარაღებულ დაჯგუფებას წარმოადგენდა.
ცხრა დღის შემდეგ გამტაცებლებმა ერთდროულად რომში, მილანში, ტურინში, გენუაში გაავრცელეს ე.წ. „კომუნიკეები“, რომელშიც მოროს „პროცესის“ დაწყების შესახებ იტყობინებოდნენ. შემდეგ კვლავ პაუზა წარმოიშვა. 180 ათასი პოლიციელი ეძებდა დამნაშავეებს, მაგრამ ამაოდ. რომის პაპმა [[პავლე VI|პავლე VI–მ]] თხოვნით მიმართა ტერორისტებს:„ხალხნო წითელი ბრიგადებიდან, მუხლმოდრეკილი გევედრებით გაანთავისუფლეთ უდანაშაულო ადამიანი“.
ტერორისტები საზოგადოებრივ აზრზე წამრამტებით ზემოქმედებდნენ. ისინი აიძულებდნენ მოროს წერილებით მიემართა ხელისუფლების წარმომადგენელთათვის და შემდეგ ამ წერილების შინაარსს თავიანთი „კომუნიკეებით“ ავრცელებდნენ. მორო დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვდა, ხელისუფლებას ტერორისტების წინადადების მიღებას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ სახელმწიფოს მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას გასცემდა. ხელისუფლება არ რეაგირებდა. 9 მაისს წითელი [[რენო|რენოს]] საბარგულში მოროს გვამი იპოვეს.
ტერაქტის ორგანიზატორების დაკავება პოლიციამ მხოლოდ სამო წლის შემდეგ შეძლო. როდესაც პოლიციამ ტერორისტების მეთაურ [[მარიო მორეტი|მარიო მორეტის]] ალყა შემოარტყა, მან დაიყვირა:„მე მორეტი მაქვს. ჩემს თავს პოლიტიკურ პატიმრად ვაცხადებ!“ მორეტი იტალიაში „ყველაზე ძებნილ პიროვნებად“ იყო აღიარებული. ეს იყო ადამიანი–მოჩვენება, გარდასახვის ოსტატი. პოლიციას მისი არც სურათი ჰქონდა, არც თითების ანაბეჭდი. მის სინდისზე არაერთი ცნობილი ადამიანის მკვლელობა იყო. „წითელი ბრიგადების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელის დაკავება სერიოზული წარმატება იყო პოლიტიკური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
==„წითელი ბრიგადები“ 1980–იან წლებში==
1979 წელს „წითელმა ბრიგადებმა“ გამოაცხადეს „ნადირობა კარაბინერებსა და პოლიცილელებზე“, მაგრამ მას უკვე აღარ ჰყოფნიდა პროფესიონალი კადრები, ტერორისტები. 1980 წელს გამოქვეყნდა 112 გვერდიანი „დეკლარაცია“, რომელშიც ტერორის გაგრძელებაზე იყო საუბარი, მათ შორის, კომუნისტების წინააღმდეგაც. იტალიელმა კანონმდებლებმა გარკვეული ზომები მიიღეს ტერორიზმის პროფილაქტიკისათვის. მაგალითად, კანონის მიხედვით, პოლიციასთან თანამშრომლობისთვის ტერორისტს სასჯელი უმსუბუქდებოდა. 1980 წელს მონანიებულმა ტერორისტებმა სენსაციური ჩვენებები მისცეს, რამაც პოლიციას მათი უმრავლესობის დაპატიმრების საშუალება მისცა. მთლიანად განადგურდა 5–დან 4 სვეტი (გარდა გენუისა). 1983 წელს იატაკქვეშეთში ათასზე მეტი „ბრიგადელი“ იმყოფებოდა. 400–მა მოინანია. ხელმძღვანელებმა აღიარეს, რომ იტალიელ ტერორისტებს კონტაქტი ჰქონდათ გერმანელ და ირლანდიელ ტერორისტებთან. მათგან მიიღეს იტალიელებმა შეიარაღება.
1984 წელს „წითელი ბრიგადები“ ორ ფრაქციად გაიხლიჩა: [[წითელი ბრიგადები–მებრძოლი კომუნისტური პარტია]] და [[წითელი ბრიგადები–მებრძოლი კომუნისტური კავშირი]]. პირველში სჭარბობდნენ „მოხუცები“. მათ აქცენტი გააკეთეს პოლიტიკურ პროპაგანდისტულ მუშაობაზე მასებში. თავიანთ მტრად ისინი საბჭოთა კავშირსა და აშშ–ს მიიჩნევდნენ, ბრძოლის საუკეთესო მეთოდად კი ტერორს.
ამ პერიოდისათვის ცნობილი რჩებოდა პოლიციელისთვის ცნობილი 360 ტერორისტი. მათი ნაწილი მოკლეს,ნაწილი დააპატიმრეს. უმრავლესობამ აქტიურ საქმიანობას თავი დაანება. ტერაქტების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფრანგი და გერმანელი მემარცხენეებისგან განსხვავებით, რომლებმაც 1985 წლის დასაწყისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთიანობის შესახებ, ბრიგადელები განზე გადგნენ.
1988 წელს მორიგი ტერაქტის მზადებისას„ წითელი ბრიგადების“ უკანასკნელი ხელმძღვანელი ა.ფოსა 21 ტერორისტთან ერთად დააკავეს. 1990–იან წლებში „წითელი ბრიგადების“ ნარჩენებმა (პოლიციის მონაცემებით, არაუმეტეს 60 კაცისა), რამდენიმე უმნიშვნელო ტერაქტი მოაწყვეს, რომლებსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამით დასრულდა ამ ორგანიზაციის ისტორია.
 
[[კატეგორია:კომუნიზმი]]